საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა
სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აღწერა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს თეორიული ცოდნა სასურსათო პროდუქტების წარმოებისა და შენახვის ზოგად საფუძვლებზე, შეუქმნას წარმოდგენა სასურსათო ტექნოლოგიის კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე; გამოუმუშაოს სასურსათო ტექნოლოგიის სფეროში პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები.
პროგრამა მოიცავს სფეროსათვის აუცილებელ ფუნდამენტურ მეცნიერებებს, რომელთაც სასურსათო პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესები ეფუძნება. ესენია: ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია. ამ საგნების საფუძველზე სტუდენტი ასევე ისწავლის ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა: სურსათის ინგრედიენტები, სურსათის მიკრობიოლოგია, სურსათის ინჟინერია, ფუნქციური სურსათი და ნუტრაცევტიკალები და სხვა.
პროგრამის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.
განახლებული პროგრამა შედგენილია მიჩიგანის (აშშ), აიოვასა (აშშ) და ორეგონის (აშშ) უნივერსიტეტების შესაბამისი პროგრამების საფუძველზე.
საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.
ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება
სწავლების მნიშვნელოვანი დრო ლაბორატორიულ მეცადინეობებს ეთმობა და ეფუძნება ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning-by-doing). ეს გულისხმობს, რომ თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალურად აქვს ექსპერიმენტის/ცდის/ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა. ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
დასაქმების სფეროები
სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს, მაგალითად:
- სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადამამუშავებელი კომპანიებში
- კვების ობიექტებში ხარისხის მენეჯერებად/კონსულტანტებად
- შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პროექტებში
- მცირე ფერმერულ მეურნეობებში
- კვლევით ორგანიზაციებსა და ლაბორატორიებში
კურიკულუმი
სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში:
- საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საუნივერსიტეტო საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას.
- მიმართულების ზოგადი განათლება - მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ზოგადი ბიოლოგიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ზოგადი ქიმიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ზოგადი ფიზიკა, კალკულუსი, სტატისტიკა, პროგრამირების საფუძვლები პითონით.
- მიმართულების საბაზო განათლება - მოდული მოიცავს მიმართულების შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, მაგალითად: ზოგადი მიკრობიოლოგია, ქიმიის ლაბორატორიული პრაქტიკუმი, თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საფუძვლები, ზოგადი ბიოქიმია, ორგანული ქიმია.
- მიმართულების ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ კურსებს. მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: სურსათის მიკრობიოლოგია, ფიზიკური ქიმია, სურსათის ინჟინერია, საინჟინრო გრაფიკა, ხარისხის ინფრასტრუქტურა, სურსათის საწარმოთა დაპროექტება, სურსათის ინგრედიენტები, ფუნქციური სურსათი და ნუტრაცევტიკალები და სხვა.
- პრაქტიკული განათლება - მოდული მოიცავს მუშაობას ორგანიზაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სტაჟირებას გადიან ან მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში. სემესტრის ბოლოს სტუდენტები ამზადებენ მცირე რეპორტს, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყენებდნენ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა სიტუაციაში.
- არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.
მიღების პირობები 2024
კოდი:
0050102 Copied!ადგილების რაოდენობა: 35
ეროვნული გამოცდა | წონა | მისაღები ადგილი | მინიმალური ზღვარი |
---|---|---|---|
ქართული ენა და ლიტერატურა | 4 | ||
უცხო ენა | 5 | ||
არჩევითი გამოცდა | |||
ან მათემატიკა | 3 | 8 | |
ან ისტორია | 3 | 13 | |
ან ფიზიკა | 3 | 4 | 60% |
ან ქიმია | 3 | 4 | 60% |
ან ბიოლოგია | 3 | 6 | 60% |
საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
საგნის წონა
4მისაღები ადგილი
მინიმალური ზღვარი
უცხო ენა
საგნის წონა
5მისაღები ადგილი
მინიმალური ზღვარი
ან მათემატიკა
საგნის წონა
3მისაღები ადგილი
8მინიმალური ზღვარი
ან ისტორია
საგნის წონა
3მისაღები ადგილი
13მინიმალური ზღვარი
ან ფიზიკა
საგნის წონა
3მისაღები ადგილი
4მინიმალური ზღვარი
60%ან ქიმია
საგნის წონა
3მისაღები ადგილი
4მინიმალური ზღვარი
60%ან ბიოლოგია
საგნის წონა
3მისაღები ადგილი
6მინიმალური ზღვარი
60%სკოლის შესახებ
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 4 საბაკალავრო პროგრამას:
- ქიმიის საბაკალავრო პროგრამას
- ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
- სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
- მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამას
ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს:
- აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლასთან ერთად
- აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას ვეტერინარიის სკოლასა და აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლასთან ერთად
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო, ქიმიის, ბიოლოგიის და ფიზიკის სადოქტორო პროგრამებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კვების ტექნოლოგიის, მიკრობიოლოგიის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.
მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებს ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ასევე უტარდებათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიასა და მარანში, სადაც ისინი ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს, რომლებიც წარმოადგენენ მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს.
სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები კამპუსის სასწავლო ლაბორატორიების გარდა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაშიც უტარდებათ.
ასევე, სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ბაკალავრის საფეხურიდანვე ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში, სურვილის შემთხვევაში. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის კი კარგი შესაძლებლობაა მეცნიერებთან ერთად აკეთონ სიღრმისეული კვლევა.
01 ოქტომბერი 2024
მიხეილ ნატროშვილი სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის
20 სექტემბერი 2024
ელისაბედ გელაშვილმა Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსება მოიპოვა
03 სექტემბერი 2024
ელიზაბედ შახ-ნაზაროვი სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსებით
02 სექტემბერი 2024