კულინარიის აკადემია
საქართველოს კულინარიის აკადემია
საქართველოს კულინარიის აკადემია პროფესიული განათლების განსხვავებულ და წარმატებულ ისტორიას ქმნის საქართველოში, რამდენადაც:
- დანერგა მზარეულისა და კონდიტერის პროგრამები, რომლებიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ითვალისწინებს და დაამკვიდრა ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება მცირე ჯგუფებში.
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან (ESM) ერთად შეიმუშავა და დანერგა კულინარიისა და რესტორნის მენეჯმენტის ინტერდისციპლინური პროგრამა.
- მისი კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა კომპანიაში, თავად ფლობენ კვების ობიექტებს, სწავლას აგრძელებენ საერთაშორისო წამყვან კულინარიულ სკოლებში, იღებენ საერთაშორისო სამუშაო გამოცდილებას, ეწევიან საკონსულტაციო საქმიანობას და მართავენ ახალი რესტორნების გახსნასთან დაკავშირებულ პროექტებს, კულინარიული გადაცემების ჟიურის წევრები და პროდიუსერები არიან, კულინარიული შოუების გამარჯვებულები ხდებიან.
- კულინარიის აკადემიის ლექტორები და სტუდენტები ჩართულები არიან კულინარიულ კვლევებში, რის შედეგადაც არაერთი კულინარიული წიგნია გამოცემული.
- ლექტორების უმეტესობა კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულია, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება და/ან დამატებით მიღებული აქვთ საერთაშორისო განათლება.
საქართველოს კულინარიის აკადემია
10 დეკემბერი 2020
მიშა ავსაჯანიშვილმა Bocuse d'Or Georgia-ს პრეზიდენტობის არჩევნებში, ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა
07 დეკემბერი 2021
იტალიელი შეფის კულინარიული მასტერკლასი
09 ივლისი 2022
ახალი სასერტიფიკატო პროგრამა - კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი
04 ოქტომბერი 2022
კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის ახალი პროგრამის საბოლოო ვერსიის წარდგენა კერძო სექტორისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია
კულინარიის აკადემია
მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა
მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების, წიგნებისა და კულინარიული სკოლების გამოცდილების გათვალისწინებით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა იცოდეს კერძების მომზადების ტექნოლოგია, ჰიგიენის ნორმები, კერძებთან დაკავშირებული კალკულაცია. ასევე, კურსდამთავრებულს შეეძლოს ქართული და მსოფლიო სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება, რესტორნებში გავრცელებული დესერტების მომზადება. მნიშვნელოვანია კურსდამთავრებული ფლობდეს თანამედროვე ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს კულინარიის სფეროში.
პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისათვის კულინარიის აკადემიაში დანერგილია ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი (learning-by-doing), რაც გულისხმობს სტუდენტების სწავლებას კერძების/დესერტების ინდივიდუალურად მომზადების გზით. ამასთან, თითოეული სტუდენტისათვის ინდივიდუალური თანამედროვე სამუშაო ინფრასტრუქტურაა შექმნილი.
პროგრამა გამიზნულია მათთვის, ვინც დაინტერესებულია დასაქმდეს კვების ობიექტებში; უკვე დასაქმებულია მზარეულად, თუმცა სურს გაიღრმაოს ცოდნა შემდგომი განვითარებისათვის; დაინტერესებულია ჩაერთოს სარესტორნო ინდუსტრიისათვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებაში; ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა
საგნების ჩამონათვალი
მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:
- მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო I, II
- ქართული სამზარეულო
- დესერტები
- ღვინის დეგუსტაცია
- სურსათის უვნებლობა
- ქიმიის საფუძვლები
- მიკრობიოლოგიის საფუძვლები
- HACCP-ის სისტემა
- კულინარიის ისტორია
- კალკულაცია
- სერვირება
- ტრენინგი სამზარეულოში მუშაობის წესების შესახებ
- პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი
- კომპიუტერული უნარები
- პრაქტიკა კვების ობიექტებში
მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა დატვირთულია პრაქტიკული მეცადინეობებით. პრაქტიკული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ აღემატება 16 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
საგნების ჩამონათვალი
პროგრამის ხანგრძლივობა და სერტიფიკატი
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 10 თვეს. ლექციები ჩატარდება კვირაში 3-4-ჯერ და პრაქტიკული მეცადინეობები გასტანს დაახლოებით 4-6 საათი.
მიღწეული სწავლის შედეგების შეფასებისათვის გამოიყენება: პრაქტიკული დავალებები, წერითი გამოცდები, პრაქტიკული გამოცდები, პრეზენტაციები და სხვა.
აუცილებელია სტუდენტმა დადებითი შეფასება მიიღოს პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ კურსში/ტრენინგში.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი მიიღებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს კულინარიის აკადემიის ერთობლივ სერტიფიკატს.
პროგრამის ხანგრძლივობა და სერტიფიკატი
კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამა
კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკების, წიგნებისა და სკოლების გამოცდილების გათვალისწინებით. კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა იცოდეს დესერტების მომზადების ტექნოლოგია, ჰიგიენის ნორმები, დესერტებთან დაკავშირებული კალკულაცია. ასევე, კურსდამთავრებულს შეეძლოს მსოფლიოში გავრცელებული ძირითადი კლასიკური დესერტების მომზადება და ფლობდეს თანამედროვე ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს კონდიტერიის სფეროში.
პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისათვის კულინარიის აკადემიაში დანერგილია ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი (learning-by-doing), რაც გულისხმობს სტუდენტების სწავლებას დესერტების ინდივიდუალურად მომზადების გზით. ამასთან, თითოეული სტუდენტისათვის ინდივიდუალური თანამედროვე სამუშაო ინფრასტრუქტურაა შექმნილი.
პროგრამა გამიზნულია მათთვის, ვინც დაინტერესებულია დასაქმდეს კვების ობიექტებში; უკვე დასაქმებულია კონდიტერად, თუმცა სურს გაიღრმაოს ცოდნა შემდგომი განვითარებისათვის; დაინტერესებულია ჩაერთოს სარესტორნო ინდუსტრიისათვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებაში; ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამა
კონდიტერის პროგრამის საგნების ჩამონათვალი
კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:
- საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგია
- ქიმიის საფუძვლები
- მიკრობიოლოგიის საფუძვლები
- სურსათის უვნებლობა
- HACCP-ის სისტემა
- კალკულაცია
- პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი
- კომპიუტერული უნარები
- პრაქტიკა კვების ობიექტებში
კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამა დატვირთულია პრაქტიკული მეცადინეობებით. პრაქტიკული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ აღემატება 16 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
კონდიტერის პროგრამის საგნების ჩამონათვალი
პროგრამის ხანგრძლივობა და სერტიფიკატი
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 6 თვეს. ლექციები ჩატარდება კვირაში 3-4-ჯერ და პრაქტიკული მეცადინეობები გასტანს დაახლოებით 6 საათი.
მიღწეული სწავლის შედეგების შეფასებისათვის გამოიყენება: პრაქტიკული დავალებები, წერითი გამოცდები, პრაქტიკული გამოცდები, და სხვა.
აუცილებელია სტუდენტმა დადებითი შეფასება მიიღოს პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ კურსში/ტრენინგში.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი მიიღებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს კულინარიის აკადემიის ერთობლივ სერტიფიკატს.
პროგრამის ხანგრძლივობა და სერტიფიკატი
კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ (ESM) კერძო სექტორთან პარტნიორობით შეიმუშავა ახალი სასერტიფიკატო პროგრამა - კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი.
პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ინტერდისციპლინური ცოდნა, როგორც რესტორნის მენეჯმენტის, ისე კულინარიის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს მის მიერ კვების ობიექტში მიმდინარე პროცესების ჰოლისტიკურ გააზრებასა და შედეგად, რესტორნებისა და კაფეების ოპერირების ეფექტიანობის ზრდას.
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც:
- უკვე დასაქმებულია კვების მომსახურების სექტორში ან ამ სფეროში მუშაობის ინტერესი აქვს, მათ შორის, მოქმედი შეფ-მზარეული ან ბრენდ-შეფი.
- ფლობს და/ან მართავს კვების ობიექტებს და სურს ამ ბიზნესის გაფართოება, შემდგომი განვითარება.
- დაინტერესებულია კვების ობიექტის გახსნით ან კვების მომსახურების სფეროში საკონსულტაციო ბიზნესი აქვს და სურს ცოდნის განახლება.
პროგრამა გადაიხედა EHL Advisory Services-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს EHL Hospitality Business School-ის საკონსულტაციო სამსახურს. EHL დაფუძნდა 1873 წელს როგორც Ecole Hôtelière de Lausanne და წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტს მასპინძლობის სფეროში. EHL მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის იკავებს პირველ ადგილს ბოლო 4 წლის განმავლობაში QS World University Rankings-ის თანახმად.
კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი
საგნების ჩამონათვალი
პროგრამა მოიცავს 5 მოდულს: შესავალი მოდული, მენეჯმენტის მოდული, ფინანსური მოდული, კულინარიის მოდული და სურსათის უვნებლობის მოდული. თითოეული მოდული წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ საგანთა ჯგუფს.
- შესავალი მოდული მოიცავს მათემატიკის საფუძვლებს და კომპიუტერულ უნარებს.
- მენეჯმენტის მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ბიზნესის საწყისები, მენეჯმენტის საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, ოპერაციების მართვა, კონფლიქტების მართვის ტრენინგი.
- ფინანსური მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ფინანსური აღრიცხვა, ფინანსები.
- კულინარიის მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: მენიუს ინჟინერია და სამზარეულოს დაგეგმარება, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, სასმელები და ბარი, ღვინის ისტორია და დეგუსტაცია, კალკულაცია.
- სურსათის უვნებლობის მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: სურსათის უვნებლობა, HACCP-ის ტრენინგი, ნუტრიციოლოგიის საფუძვლები.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას რომელიმე საგანში, მას შესაძლებლობა მიეცემა გადააბაროს ფინალური გამოცდა. თუ გადაბარების შემთხვევაშიც სტუდენტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას, მაშინ ის წყვეტს სწავლას.
საგნების ჩამონათვალი
პროგრამის ხაგრძლივობა და სერტიფიკატი
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1 წელს. ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ:
- 2-ჯერ სამუშაო დღეებში - 19:00 საათიდან
- შაბათს - 10:00-17:30
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, საქართველოს კულინარიის აკადემიის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივ სერტიფიკატს.
სერტიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია:
- თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
- ფინალური პროექტის წარდგენა და დაცვა
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
პროგრამის ხაგრძლივობა და სერტიფიკატი
მზარეულის პროგრამის მიღების პირობები
სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:
- ონლაინ რეგისტრაცია
- სამოტივაციო წერილის გაგზავნა ელ. ფოსტაზე: culinaryacademy@agruni.edu.ge
- გასაუბრება
- გასაუბრებისას ტესტირება
პროგრამის ღირებულება
პროგრამის ღირებულება შეადგენს 6 000 ლარს. სწავლის დაწყებამდე - 2 000 ლარი, მე-2 ეტაპზე - 2 000 ლარი, მე-3 ეტაპზე - 2 000 ლარი.მზარეულის პროგრამის მიღების პირობები
კონდიტერის პროგრამის მიღების პირობები
სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:
- ონლაინ რეგისტრაცია
- სამოტივაციო წერილის გაგზავნა ელ. ფოსტაზე: culinaryacademy@agruni.edu.ge
- გასაუბრება
- გასაუბრებისას ტესტირება
პროგრამის ღირებულება
პროგრამის ღირებულება შეადგენს 4 800 ლარს. სწავლის დაწყებამდე - 2 000 ლარი, მე-2 ეტაპზე - 2 000 ლარი, მე-3 ეტაპზე - 800 ლარი.კონდიტერის პროგრამის მიღების პირობები
კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი
პროგრამაზე სწავლა დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში. სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:
- ონლაინ რეგისტრაცია
- გასაუბრება
- გასაუბრებისას ტესტირება
პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის აუცილებელია ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსება 1 სექტემბრის ჩათვლით.
პროგრამის ღირებულება
პროგრამის ღირებულება შეადგენს 4 800 ლარს. სწავლის დაწყებამდე - 2 000 ლარი, მე-2 ეტაპზე - 2 000 ლარი, მე-3 ეტაპზე - 800 ლარი.კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი
ანა ფხალაძე
კულინარიის აკადემიის მენეჯერიანა ასათიანი
სასწავლო პროცესის კოორდინატორილიკა ესაიაშვილი
ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულონატა წერუაშვილი
ლექტორი, საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიანინო გუგეშაშვილი
ლექტორი, დესერტებიირკა ქელეხსაშვილი
ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, ქართული სამზარეულოანი ჯინჭარაძე
ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, ქართული სამზარეულოზუკა შონია
ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულოთორნიკე თადუმაძე
ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, ქართული სამზარეულოანა სტაცენკო
ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, ქართული სამზარეულოთინა ვაშაკიძე
ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულოილია ბენაშვილი
ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, ქართული სამზარეულომათე ხვიჩია
ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულოჟუჟა ხაჭაპურიძე
ლექტორი, სურსათის უვნებლობანუცა ბაიაძე
ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, ქართული სამზარეულოდავით ჩიჩუა
ლექტორი, ღვინის დეგუსტაციაეთო შამუგია
ლექტორი, ჰიგიენის ნორმები30 ივლისი 2024
იაპონიის ელჩის ლექცია საქართველოს კულინარიის აკადემიაში
24 ივნისი 2024
"სამზარეულოს ომების" გამარჯვებულები კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულები გახდნენ
23 მაისი 2024
მზარეულის პროგრამის ღია კარის დღე
11 აპრილი 2024
Maxime Renard-ის კულინარიული მასტერკლასი
05 მარტი 2024
კულინარიის აკადემიაში ღია კარის დღე ჩატარდა
13 თებერვალი 2024
საქართველოს კულინარიის აკადემიის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია 2024
25 დეკემბერი 2023
„კულინარიული მეთოდების“ პრეზენტაცია
07 დეკემბერი 2023
კულინარიის აკადემიაში ბიბლიოთეკა გაიხსნა
06 დეკემბერი 2023
კულინარიის აკადემიამ გამოსცა პირველი ქართულენოვანი წიგნი კულინარიული მეთოდების შესახებ
24 ნოემბერი 2023
საქართველოს კულინარიის აკადემიაში კულინარიული ამფითეატრი გაკეთდა
07 ნოემბერი 2023
კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის პროგრამის ღია კარის დღე
03 აგვისტო 2023
კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამის სტუდენტებს ზღვის პროდუქტების ლექციები ჩაუტარდათ
14 ივლისი 2023
სამუშაო შეხდემიის სურსათის უვნებლობის მართვის სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავების მიზნით.
19 ივნისი 2023
კულინარიის აკადემიამ FreeUni Alumni Fair-ის გემრიელ ნაწილზე იზრუნა
08 მაისი 2023
კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული, ჯოზი, მასტერშეფის IX სეზონის გამარჯვებული გახდა
03 მაისი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის საქმიანობა
29 აპრილი 2023
ნატა წერუაშვილი
22 მარტი 2023
ილია ბენაშვილი და თორნიკე თადუმაძე
16 მარტი 2023
კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული და ლექტორი, ზუკა შონია Reddison Red Tbilisi-ის შეფმზარეული გახდა
15 მარტი 2023
თინა ვაშაკიძე გახდა Reddison Red Tbilisi-ის Chef and Bavarage Creative Lead
02 მარტი 2023
თამარა გოდერძიშვილი French Corner-ის ბრენდ-შეფი გახდა
28 თებერვალი 2023
ანუკი ვარდოსანიძე Margot Old Tbilisi-ს წამყავნი შეფი (Head Chef) გახდა.
20 თებერვალი 2023
კულინარიის აკადემია 10 წლის გახდა და პირველად ჩატარდა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია
04 იანვარი 2023
სამზარეულოს ომების გამარჯვებული გახდა ნინო ტურაშვილი
04 ოქტომბერი 2022
კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის ახალი პროგრამის საბოლოო ვერსიის წარდგენა კერძო სექტორისთვის
09 ივლისი 2022
ახალი სასერტიფიკატო პროგრამა - კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი
07 დეკემბერი 2021
იტალიელი შეფის კულინარიული მასტერკლასი
10 დეკემბერი 2020