ხინკლის სამოყვარულო კურსი
25 სექტემბერი 2026
19 სექტემბერს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში გაიმართა ხინკლის სამოყვარულო კურსი.
კურსი ჩაატარა კულინარიის აკადემიის ლექტორმა, ნინუცა ხუციშვილმა, რომელიც 8000 მოსავალი-ს ბრენდ შეფია.
სამოყვარულო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მოამზადეს:
- ქალაქური ხინკალი საქონლის და ღორის ხორცის შიგთავსით
- მთიულური ხინკალი ბატკნის და საქონლის ხორცის შიგთავსით
- ხინკალი ნადუღის და ყველის შიგთავსით
- ხინკლის ცომის 2 სახეობა (მათ შორის, ცეხვილი ფქვილით)
მონაწილეებმა მიიღეს დეტალური რეცეპტები და მიირთვეს მათ მიერ მომზადებული კერძები.