Welcome Party

05 ნოემბერი 2026

8 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის კამპუსის ეზოში ჩატარდა Welcome Party აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, რომლის მუსიკალურ ნაწილზეც იზრუნეს Barni-მ და Skazz-მა.

Welcome Party-ს ფარგლებში სტუდენტებს სიტყვით მიმართეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ და ცოდნის ფონდის დირექტორმა ანასტასია ბენდუქიძემ. ასევე, მათ დააჯილდოვეს:

  • აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების პირველკურსელები, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ
  • აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხული ოლიმპიელები 
  • საველე პრაქტიკის ფარგლებში გამართული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის, სამართლის სკოლის, ბიზნესის სკოლის და აგრარული უნივერსიტეტის სურსათის ტექნოლოგიის პროგრამის და ვეტერინარული მედიცინის პროგრამის საუკეთესო შედეგების მქონე პირველკურსელებს გადაეცათ კერძო კომპანიების დაწესებული ერთწლიანი სასწავლო გრანტი.

Welcome1 Welcome2 Welcome3 Welcome4 Welcome5 Welcome6