ნინი მაჭარაშვილი სწავლას აგრძელებს University of Palermo-ში

13 სექტემბერი 2023

აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის პროგრამის კურსდამთავრებული ნინი მაჭარაშვილი სწავლას აგრძელებს University of Palermo-ს (იტალია) აგრარული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. ნინი შეისწავლის აგროწარმოებასა და აგროინჟინერიას. მან მოიპოვა სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია.

ნინის შემოთავაზება ჰქონდა ასევე საფრანგეთის ლილის უნივერსიტეტიდან, თუმცა არჩევანი პალერმოს უნივერსიტეტზე შეაჩერა, რადგან იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ძველი და ამჟამად ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით - სწავლების ხარისხით, საუკეთესო აკადემიური პერსონალითა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით.

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ნინი მუშაობდა საერთაშორისო კომპანიაში აგრონომად. მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით კი გადაწყვიტა ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.

Nini Mawarasvili