საქართველოს აგრარული უნიბერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემია და საქართველოს ღვინის სკოლა გიწვევთ ღვინის კულტურისა და დეგუსტაციის კურსებზე.
თემატიკა:
• ღვინის დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა;
• ღვინის დამზადების მეთოდები;
• ქართული ღვინოების მრავალფეროვნება და მათი გემოვნური თვისებები.
სამიზნე ჯგუფი:
• ღვინის მოყვარულები, ვისაც სურს პროფესიონალურად შეისწავლოს ღვინის დაგემოვნების ხელოვნება;
• ღვინის მოყვარულები და პროფესიონალები, ვისაც ქართული ღვინოების უკეთ გაცნობა სურს;
• ღვინის პროფესიონალები, რომლებსაც ღვინის შეფასების, ღირსებებისა და დაავადებების უკეთ შესწავლა უნდა.
კურსის დასრულების შემდეგ მსნენელი შეძლებს:
დამოუკიდებლად დააგემოვნოს ნებისმიერი ღვინო, შეაფასოს და იმსჯელოს, როგორც პროფესიონალმა. იცოდეს რა განსხვავებაა სხვადასხვა ყურძნის ჯიშსა და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შორის.
ამ ეტაპზე პროგრამაზე მიღება არ არის.