სტუდენტები

ბაკალავრიატი

სასწავლო პროცესის დაწყება

შემოდგომის სემესტრი: 18 სექტემბერი

გაზაფხულის სემესტრი:

  • 2,3,4 კურსი - 4 მარტი 
  • 1 კურსი - 11 მარტი

სტუდენტის სტატუსის აღდგენა

შემოდგომის სემესტრი - 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით

გაზაფხულის სემესტრი - 10 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით

საბაკალავრო პროგრამების არჩევა

15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით

კონცენტრაციის არჩევა

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამისთვის - 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით           

მაინორების არჩევა

 16 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით

არჩევით და განმეორებით გასავლელი საგნების რეგისტრაცია და გაუქმება, მაინორების გაუქმება

შემოდგომის სემესტრი - 16 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით

გაზაფხულის სემესტრი - 21 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით

pdf

აკადემიური რეგისტრაციის ინსტრუქცია

2023-2024 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი

pdf

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

მაინორი

ძირითად სპეციალობასთან ერთად, აგრარულ უნივერსიტეტში შეგიძლია დაეუფლო დამატებით სპეციალობას - მაინორს.

მაინორის არჩევა ხდება კურიკულუმით გათვალისწინებული არჩევითი საგნების ნაცვლად. მაინორად ირჩევ ძირითადი სპეციალობისგან/კონცენტრაციისგან განსხვავებულ სპეციალობას და გაივლი შესაბამის საგნებს. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტის დამთავრების დროისთვის გექნება ორი სპეციალობა, რაც კიდევ უფრო ზრდის შენი წარმატების შანსს.

დამატებითი სპეციალობის ჩამონათვალი

თუ დამატებით სპეციალობად აირჩევ ღვინის ბიზნესს, გაივლი 10 საგანს, დააგროვებ 39 ECTS კრედიტს და მიიღებ საბაზო ცოდნას მევენახეობის და ღვინის წარმოების შესახებ. 

საგნის დასახელება ECTS კრედიტი
ზოგადი ბიოლოგია (თეორიული კურსი) 3
ნიადაგმცოდნეობა 6
მცენარეთა ბიოლოგია (თეორიული კურსი) 6
ვაზის მორფოლოგია, ბიოლოგიური განვითარების ფაზები  3
ზოგადი მევენახეობა 4
მევენახეობა 6
დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა 2
მეღვინეობის რეგიონები და დეგუსტაცია  2
ღვინის მარკეტინგი 3
არჩევითი საგნები 4
ჯამი 39

თუ დამატებით სპეციალობად აირჩევ სატყეო საქმეს, გაივლი 10 საგანს, დააგროვებ 38 ECTS კრედიტს და მიიღებ საბაზო ცოდნას სატყეო საქმეში. 

საგნის დასახელება ECTS კრედიტი
დენდროლოგია I 4
დენდროლოგია II 4
ტყეთმცოდნეობა და მეტყევეობა 5
დაცული ტერიტორიები 3
ლანდშაფტის დიზაინი და დაგეგმარება 5
ტყის გაშენება 3
ტყის და დეკორატიულ მცენარეთა სანერგე 3
დენდრომეტრია 4
ურბანული გამწვანება 4
ხის დამუშავების ტექნოლოგია 3
ჯამი 38

თუ დამატებით სპეციალობად აირჩევ ბიოლოგიას, გაივლი 10 საგანს, დააგროვებ 41 ECTS კრედიტს და მიიღებ საბაზო ცოდნას ბიოლოგიაში. 

საგნის დასახელება ECTS კრედიტი
ზოგადი ბიოლოგია (თეორიული კურსი) 3
ზოგადი ბიოლოგია (ლაბორატორიული კურსი)  4
ზოგადი ქიმია (თეორიული კურსი) 4
ზოგადი ქიმია (ლაბორატორიული კურსი) 3
ორგანული ქიმია 1 (თეორიული კურსი) 3
ორგანული ქიმია 1 (ლაბორატორიული კურსი) 3
ზოგადი ბიოქიმია 5
მიკრობიოლოგია ზოგადი 4
მოლეკულური ბიოლოგია 6
უჯრედული ბიოლოგია 6
ჯამი 41

თუ დამატებით სპეციალობად აირჩევ ქიმიას, გაივლი 9 საგანს, დააგროვებ 38 ECTS კრედიტს და მიიღებ საბაზო ცოდნას ქიმიაში. 

საგნის დასახელება ECTS კრედიტი
ზოგადი ქიმია (თეორიული კურსი) 4
ზოგადი ქიმია (ლაბორატორიული კურსი)  3
ქიმიის ლაბორატორიული პრაქტიკუმი 5
ანალიზური ქიმია 5
ორგანული ქიმია 1 (თეორიული კურსი) 3
ორგანული ქიმია 1 (ლაბორატორიული კურსი) 3
ორგანული ქიმია 2  5
ფიზიკური ქიმია 1  5
ფიზიკური ქიმია 2  5
ჯამი 38

თუ დამატებით სპეციალობად აირჩევ ბიზნესს, გაივლი 9 საგანს, დააგროვებ 36 ECTS კრედიტს და მიიღებ საბაზო ცოდნას ბიზნესის მართვაში. 

საგნის დასახელება ECTS კრედიტი

Excel-ი ბიზნესისათვის

2

ბიზნესის საწყისები

4

ფინანსური აღრიცხვა  I

4

ფინანსური აღრიცხვა  II

5

დაბეგვრის საფუძვლები

3

მენეჯმენტის საფუძვლები   

6
მარკეტინგის მენეჯმენტი I 3

არჩევითი საგნები

9

ჯამი

36

თუ დამატებით სპეციალობად აირჩევ კომპიუტერულ ინჟინერიას, გაივლი 8 საგანს, დააგროვებ 36 ECTS კრედიტს და მიიღებ საბაზო ცოდნას კომპიუტერული ინჟინერიაში.

საგნის დასახელება ECTS კრედიტი
პროგრამირების საფუძვლები 4
პროგრამირება 1 4
პროგრამირება 2 4
კომპიუტერის არქიტექტურა 4
ოპერაციული სისტემები 4
ალგორითმები 4
კომპიუტერული ქსელები 4
არჩევითი საგნები 8
ჯამი 36

თუ დამატებით სპეციალობად აირჩევ კინოლოგია-ფელინოლოგიას, გაივლი 9 საგანს, დააგროვებ 36 ECTS კრედიტს და მიიღებ საბაზო ცოდნას კინოლოგია-ფელიონოლოგიაში. 

საგნის დასახელება ECTS კრედიტი
ძაღლისა და კატის მოშენება და სელექცია 3
ძაღლისა და კატის საზრდოობის ბიოლოგიური  საფუძველი 4

ძაღლისა და კატის გამოზრდა, მოვლა-შენახვის ტექნოლოგია 

4

ძაღლისა და კატის ნორმირებული კვება

4

ძაღლისა და კატის გამოფენის ორგანიზაციის საფუძვლები

4

ძაღლის წვრთნის საფუძვლები

4

ძაღლის სპეციალიზებული წვრთნა

3

ცხოველთა საკვების ხარისხის კონტროლი

4
არჩევითი საგანი 6
ჯამი 36

თუ დამატებით სპეციალობად აირჩევ სამგანზომილებიან ვიზუალურ ხელოვნებას, გაივლი 11 საგანს, დააგროვებ 36 ECTS კრედიტს და მიიღებ საბაზო ცოდნას  სამგანზომილებიან ვიზუალურ ხელოვნებაში.

საგნის დასახელება ECTS კრედიტი
შესავალი ვიზუალურ ხელოვნებაში 4
მხაზველობითი გეომეტრიის პრაქტიკული საფუძვლები 4
ვიზუალური და სივრცითი აზროვნება I 4
არქიტექტურის საფუძვლები 2
პროექტირება, მაკეტირება, ქანდაკება I 2
ვიზუალური და სივრცითი აზროვნება II 4
კვეთები და ზედაპირების ურთიერთკვეთა 4
პროექტირება, მაკეტირება, ქანდაკება II 2
ვიზუალური და სივრცითი აზროვნება III 4
არქიტექტურის ისტორია 2
განფენები, პერსპექტივი და ჩრდილთა თეორია 4
ჯამი 36

პირველკურსელთა რეგისტრაცია 2023

პირველი ეტაპი

icon

ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 7 სექტემბერს 14:00-ზე და დასრულდება 8 სექტემბერს 22:00-ზე, მითითებულ ბმულზე.

ელექტრონული რეგისტრაციისას პირველკურსელმა უნდა ატვირთოს შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტების ელ-ვერსიები:

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • ელექტრონული სურათი (3/4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისთვის)
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სკოლის ატესტატი
  • სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

მეორე ეტაპი

მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას.

icon

მეორე ეტაპი ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში (მის. აღმაშენებლის ხეივანი N240) 12 და 13 სექტემბერს 16:00-ზე AUDITORIUM MAGNUM-ში. კონკრეტული განრიგის შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციის პირველი ეტაპის შემდეგ ინდივიდუალურად გეცნობებათ.

პირველკურსელებმა თან უნდა იქონიონ:

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

პირველკურსელებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, საჭიროა:

  • ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მშობლის ან მინდობილი პირის (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული) თანხლება.
  • მშობლის/მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

პირველკურსელებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ თარიღებში მშობლის/მინდობილი პირის თანხლებით მოსვლას, საშუალება ექნებათ წაიღონ ხელშეკრულება და ხელმოწერილი დოკუმენტი ჩააბარონ ადმინისტრაციაში არაუგვიანეს 20 სექტემბრისა.

საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეები

icon

საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეები, რომელთაც ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, სპეციალური რეჟიმით მოიპოვეს აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციას გაივლიან ანალოგიური პროცედურის მიხედვით, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ჩარიცხული აბიტურიენტები, ამავე გვერდზე მოცემული რეგისტრაციის ორივე ეტაპის ვადების დაცვით.

შიდა მობილობა

2023-2024 გაზაფხულის სემესტრი

მობილობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ:

"სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი (გადალახული უნდა ჰქონდეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

იმ პროგრამებზე, სადაც სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნად მითითებულია ისტორია/მათემატიკა, ერთ-ერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ითვლება პროგრამაზე დაშვების წინაპირობის დაკმაყოფილებად.

იმ შემთხვევაში თუ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტს არ აქვს ჩაბარებული ის საგანი, რაც კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის სფეროების მიხედვით, ის უფლებამოსილია დარეგისტრირდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ამ საგნის/საგნების ჩაბარების მიზნით.

მობილობის მსურველ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, თუ 2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევათ მიღებული შედეგი გამოიყენონ მობილობის მიზნებისათვის.

შენიშვნა: ცვლილებები არ ეხებათ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხულ პირებს. ისინი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით სწავლის გაგრძელებას შეძლებენ იმგვარად, როგორც ეს დაშვებული იყო 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე." (https://emis.ge/news/2039/)

შიდა მობილობის განცხადებები მიიღება 2024 წლის 22 იანვრის 12:00 სთ-დან 27 იანვრის 18:00-მდე.

შიდა მობილობის განცხადებების განხილვა და გასაუბრებები ჩატარდება 2024 წლის 29 იანვრიდან.

მობილობით გადმომსვლელი სტუდენტებისათვის შიდა გასაუბრებები ჩატარდება შემდეგ თარიღებში:

გასაუბრების განრიგი

საბაკალავრო პროგრამა ადგილი თარიღი საათი აუდიტორია
აგრონომია არ იზღუდება 30 იანვარი 12:00 216
ლანდშაფტის მენეჯმენტი, საპარკო და სატყეო საქმე არ იზღუდება 30 იანვარი 12:00 216
მევენახეობა-მეღვინეობა არ იზღუდება 30 იანვარი 12:00
სასურსათო ტექნოლოგია არ იზღუდება 30 იანვარი 12:00 222
ბიოლოგია არ იზღუდება 30 იანვარი 12:00 222
ქიმია არ იზღუდება 30 იანვარი 12:00 222
ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია 20 30 იანვარი 12:00 217
მშენებლობის ინჟინერია 20 30 იანვარი 12:00 217
მექანიკის ინჟინერია 20 30 იანვარი 12:00 217
ბიზნესის ადმინისტრირება 5 30 იანვარი 16:00 211
სამაგისტრო პროგრამა ადგილი თარიღი საათი აუდიტორია
ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა არ იზღუდება 30 იანვარი 12:00 218

საბაკალავრო პროგრამები

ადგილი

არ იზღუდება

თარიღი

30 იანვარი

საათი

12:00

აუდიტორია

216

ადგილი

არ იზღუდება

თარიღი

30 იანვარი

საათი

12:00

აუდიტორია

216

ადგილი

არ იზღუდება

თარიღი

30 იანვარი

საათი

12:00

აუდიტორია

ადგილი

არ იზღუდება

თარიღი

30 იანვარი

საათი

12:00

აუდიტორია

222

ადგილი

არ იზღუდება

თარიღი

30 იანვარი

საათი

12:00

აუდიტორია

222

ადგილი

არ იზღუდება

თარიღი

30 იანვარი

საათი

12:00

აუდიტორია

222

ადგილი

20

თარიღი

30 იანვარი

საათი

12:00

აუდიტორია

217

ადგილი

20

თარიღი

30 იანვარი

საათი

12:00

აუდიტორია

217

ადგილი

20

თარიღი

30 იანვარი

საათი

12:00

აუდიტორია

217

ადგილი

5

თარიღი

30 იანვარი

საათი

16:00

აუდიტორია

211

სამაგისტრო პროგრამები

ადგილი

არ იზღუდება

თარიღი

30 იანვარი

საათი

12:00

აუდიტორია

218

გარე მობილობა

2023-2024 გაზაფხულის სემესტრი

მობილობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ:

"სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი (გადალახული უნდა ჰქონდეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

იმ პროგრამებზე, სადაც სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნად მითითებულია ისტორია/მათემატიკა, ერთ-ერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ითვლება პროგრამაზე დაშვების წინაპირობის დაკმაყოფილებად.

იმ შემთხვევაში თუ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტს არ აქვს ჩაბარებული ის საგანი, რაც კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის სფეროების მიხედვით, ის უფლებამოსილია დარეგისტრირდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ამ საგნის/საგნების ჩაბარების მიზნით.

მობილობის მსურველ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე  ჩარიცხულ სტუდენტებს, თუ  2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევათ მიღებული შედეგი გამოიყენონ მობილობის მიზნებისათვის.

შენიშვნა: ცვლილებები არ ეხებათ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხულ პირებს. ისინი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით სწავლის გაგრძელებას შეძლებენ იმგვარად, როგორც ეს დაშვებული იყო 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე." (https://emis.ge/news/2039/)

გარე მობილობის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძონ.

გარე მობილობის პროცედურა შედგება ქვემოთ მოცემული ეტაპებისგან: 

1. მობილობის უფლების მოპოვება

თუ გსურს აგრარულ უნივერსიტეტში გადმოსვლა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე უნდა გაიარო რეგისტრაცია და მოიპოვო ჩვენთან მობილობის უფლება. მხოლოდ ამის შემდეგ გაივლი ჩვენთან შიდა პროცედურებს.

2. რეგისტრაცია

მას შემდეგ რაც, თქვენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მოიპოვებთ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, ონლაინ რეგისტრაციისთვის და დოკუმენტების ასატვირთად უნდა ისარგებლოთ ბმულით 2024 წლის 12 თებერვლის 12:00 სთ-დან 13 თებერვლის 19:00 სთ-მდე. 

რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტები:

  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  • გავლილი სასწავლო კურსების სილაბუსები;
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული საკონკურსო ქულა;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3x4);
  • სამოტივაციო წერილი, მაქსიმუმ 500 სიტყვა;

3. გასაუბრება

აგრარული უნივერსიტეტის ნებისმიერ პროგრამაზე გადმოსასვლელად წარმატებით უნდა გაიაროთ გასაუბრება ან/და ტესტირება. მობილობით გადმომსვლელი სტუდენტებისათვის შიდა შესარჩევი კონკურსის სავარაუდო თარიღები მოცემულია ქვემოთ:

საბაკალავრო პროგრამა ადგილი თარიღი საათი აუდიტორია
აგრონომია 8 15 თებერვალი 12:00 307
ლანდშაფტის მენეჯმენტი, საპარკო და სატყეო საქმე 5 15 თებერვალი 12:00 307
სასურსათო ტექნოლოგია 8 14 თებერვალი 12:00 307
მევენახეობა-მეღვინეობა 8 14 თებერვალი 12:00 307
ბიოლოგია 5 14 თებერვალი 12:00 307
ქიმია 5 14 თებერვალი 12:00 307
ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია 8 15 თებერვალი 12:00 311
მშენებლობის ინჟინერია 8 15 თებერვალი 12:00 311
მექანიკის ინჟინერია 5 15 თებერვალი 12:00 311
სამაგისტრო პროგრამა ადგილი თარიღი საათი აუდიტორია
აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა (აგრონომია, სატყეო საქმე, სასურსათო ტექნოლოგია) 6 15 თებერვალი 12:00 314
ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია 4 15 თებერვალი 13:00 311
მშენებლობის ინჟინერია 4 15 თებერვალი 13:00 311
ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა 8 15 თებერვალი 12:00 315
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა 5 15 თებერვალი 15:00 316
სადოქტორო პროგრამა ადგილი თარიღი საათი აუდიტორია
აგრარული მეცნიერებები 3 15 თებერვალი 15:00 319
ინჟინერია 3 15 თებერვალი 14:00 309

საბაკალავრო პროგრამები

ადგილი

8

თარიღი

15 თებერვალი

საათი

12:00

აუდიტორია

307

ადგილი

5

თარიღი

15 თებერვალი

საათი

12:00

აუდიტორია

307

ადგილი

8

თარიღი

14 თებერვალი

საათი

12:00

აუდიტორია

307

ადგილი

8

თარიღი

14 თებერვალი

საათი

12:00

აუდიტორია

307

ადგილი

5

თარიღი

14 თებერვალი

საათი

12:00

აუდიტორია

307

ადგილი

5

თარიღი

14 თებერვალი

საათი

12:00

აუდიტორია

307

ადგილი

8

თარიღი

15 თებერვალი

საათი

12:00

აუდიტორია

311

ადგილი

8

თარიღი

15 თებერვალი

საათი

12:00

აუდიტორია

311

ადგილი

5

თარიღი

15 თებერვალი

საათი

12:00

აუდიტორია

311

სამაგისტრო პროგრამები

ადგილი

6

თარიღი

15 თებერვალი

საათი

12:00

აუდიტორია

314

ადგილი

4

თარიღი

15 თებერვალი

საათი

13:00

აუდიტორია

311

ადგილი

4

თარიღი

15 თებერვალი

საათი

13:00

აუდიტორია

311

ადგილი

8

თარიღი

15 თებერვალი

საათი

12:00

აუდიტორია

315

ადგილი

5

თარიღი

15 თებერვალი

საათი

15:00

აუდიტორია

316

სადოქტორო პროგრამები

ადგილი

3

თარიღი

15 თებერვალი

საათი

15:00

აუდიტორია

319

ადგილი

3

თარიღი

15 თებერვალი

საათი

14:00

აუდიტორია

309

ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვება

pdf

საერთაშორისო მიღებისა და საერთაშორისო მობილობის წესი

pdf

საერთაშორისო მიღებისა და საერთაშორისო მობილობის წინაპირობები

საერთაშორისო მიღების/მობილობის კანდიდატმა აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად უნდა:

  • მოგვმართოს განცხადებით 2023 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით
  • ჩააბაროს უნარების ტიპის გამოცდა 2023 წლის 30 აგვისტოს 12:00 საათზე
  • გაიაროთ გასაუბრება 2023 წლის 31 აგვისტოს 12:00 საათზე

საკონტაქტო ინფორმაცია

შაკო თავაძე

თეკო ძიძიგური

საველე პრაქტიკა

საველე პრაქტიკა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ექსკლუზიური პროექტია, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას აძლევს ყველა კამპუსელს აგერ უკვე 10 წელზე მეტია.

საველე პრაქტიკა არის საგანი, რომელიც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების თითოეული პროგრამის ნაწილია. მისი შექმნის და დანერგვის იდეა უნივერსიტეტების დამფუძნებელს კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის.

საველე პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები 10 დღით საველე ბანაკებში ნაწილდებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უნივერსიტეტების მიერ შერჩეული კოორდინატორების ზედამხედველობის ქვეშ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ: ახალი ან არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაში, მოწესრიგებასა და გამართვაში; რეკრეაციულ ზონებში დანაგვიანებული ტერიტორიების დასუფთავებაში; ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა აგრარულ თუ სამეურნეო პროცესში; რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებში.

საველე პრაქტიკის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების 10 000-ზე მეტმა სტუდენტმა შეიძინა საველე პირობებში გუნდურად ამოცანების გადაწყვეტის ფასდაუდებელი გამოცდილება.

 

საველე პრაქტიკა