კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორებისა და მობილური აპლიკაციის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვინაიდან ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, თქვენ უნდა იცოდეთ: 

  • რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ და რატომ ვაგროვებთ
  • როგორ ვიყენებთ ამ ინფორმაციას
  • როგორ შეგიძლიათ განაახლოთ ეს ინფორმაცია და შეზღუდოთ ან გააკონტროლოთ მისი გამოყენება.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა („კონფიდენციალურობის პოლიტიკა“) აღწერს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (შემდგომში „აგრარული უნივერსიტეტი“), თუ როგორ აგროვებს, იყენებს და აზიარებს ინფორმაციას, მათ შორის, თქვენს პირად ინფორმაციას, ჩვენი სერვისის გამოყენების შედეგად.

ტერმინი „სერვისი“ მოიცავს ვებსაიტს www.agruni.edu.ge და მის შესაბამის ქვედომენებს, აგრეთვე სხვა დომენებს, რომლებსაც იყენებს აგრარული უნივერსიტეტი და ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ კონტენტს, კომპიუტერულ პროგრამას, აპლიკაციებს, ვიჯეტებს, მასალებს და/ან სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფილია აგრარული უნივერსიტეტის მიერ, ან მისი სახელით.

თუ თქვენთვის უცნობია რომელიმე ტერმინი გამოყენებული ტერმინებიდან, ან თუ გაქვთ რაიმე კითხვები, დაგვიკავშირდით ელფოსტით: info@agruni.edu.ge.

ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას, ვიდრე გამოვიყენებდეთ თქვენს ინფორმაციას რაიმე ისეთი ფორმით ან მიზნით, რომელიც განსხვავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი პირობებისგან, თუკი ასეთი შემთხვევა დადგება.

ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენ მიერ ჩვენი სერვისის გამოყენების დროს.

  • (ა) დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ გამოიყენეთ ჩვენი სერვისი, როგორიცაა თქვენი საძიებო კითხვები;


(ბ) თქვენ IP მისამართს, ეს არის ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს ინტერნეტში ჩართულ მოწყობილობას, როგორიცაა პლანშეტიანი სმარტფონი, და რომელიც გამოიყენება ამ მოწყობილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციისთვის;


(გ) ქუქი-ფაილებს, რომლებმაც შეიძლება ცალსახად ამოიცნონ თქვენი ბრაუზერი და შეაგროვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ჩვენი ვიზიტორები ჩვენს სერვისთან, აგრეთვე დაგვეხმარონ პრობლემების იდენტიფიკაციაში, როგორიცაა შეცდომების მესიჯები კონკრეტული გვერდებიდან.

გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ინფორმაცია - როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს სერვისს, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ და დავამუშავოთ ინფორმაცია თქვენი ფაქტობრივი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიას გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განსასაზღვრავად, მათ შორის, IP მისამართს.

  • ადგილობრივი შენახვა - ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია (მათ შორის, პირადი ინფორმაცია) ადგილობრივ, თქვენს მოწყობილობაზე, ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორიცაა ბრაუზერის ვებ-საცავი (მათ შორის, HTML 5), რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მონაცემები შენახულ იქნეს ბრაუზერში, მაშინაც კი, როდესაც ბრაუზერი იხურება და ხელახლა იხსნება, და აპლიკაციის მონაცემთა ქეშის გამოყენებით, რომლის დახმარებით მონაცემები ინახება თქვენს მოწყობილობაზე, რაც საშუალებას აძლევს აპლიკაციას, რომ ფუნქციონირებდეს ინტერნეტ კავშირის გარეშე და კონტენტი ჩატვირთოს უფრო სწრაფად.
  • შეგროვების და შენახვის ტექნოლოგიები - ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიას, რომ შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია, როდესაც გექნებათ წვდომა თვისუფალი უნივერსიტეტის სერვისზე. ეს შეიძლება მოიცავდეს ქუქი-ფაილების ან სხვა ტექნოლოგიების გამოყენებას თქვენი ბრაუზერისა თუ მოწყობილობის იდენტიფიკაციის მიზნით. ჩვენ აგრეთვე ვიყენებთ ამ ტექნოლოგიებს, რომ შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია, როდესაც გაქვთ წვდომა ჩვენს სერვისზე და ურთიერთქმედებით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ კონტენტთან, პროდუქტებთან და სერვისებთან, როგორიცაა სარეკლამო სერვისები.

როგორ ვიყენებთ ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას

ჩვენი სერვისის მომხმარებლებისგან შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ მოგაწოდოთ უფრო რელევანტური შიგთავსი და შემოგთავაზოთ მოსახერხებელი პროდუქტები და სერვისები, ასევე გავაუმჯობესოთ თქვენი საერთო გამოცდილება. კერძოდ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ:

  • ჩვენი რომელიმე სიახლის მაცნეს გამოწერა.
  • მიიღოთ „სპეციალური შემოთავაზებები“ თვისუფალი უნივერსიტეტისგან და მისი სერვისების სხვადასხვა პროვაიდერისგან.
  • წარადგინოთ კითხვები ან კომენტარები ჩვენი სერვისის შესახებ სარედაქციო კონტენტის საპასუხოდ.

თითოეულ შემთხვევაში, თქვენ გთხოვენ, რომ მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა ელფოსტის მისამართი, საფტელეფონის ნომერი და ზოგ შემთხვევაში, ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ.

ამ ინფორმაციის უზრუნველყოფით და შესაბამისი თანხმობის გაცემით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრარული უნივერსიტეტის მიერ და მისი სხვადასხვა სარეკლამო კომპანიისა და სხვა სერვისების მომწოდებლების მიერ, რათა გამოგიგზავნონ  შეტყობინებები პროდუქტებისა და სერვისების შესახებ.

თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ასეთი ელექტრონულ სიახლეთა  და სხვა  შეტყობინებების მიღება ინსტრუქციის „გამოწერის შეწყვეტის“ შესაბამისად, რომელიც მოცემულია თითოეულ სიახლეთა მაცნეში.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენ მიერ აგრარული უნივერსიტეტის პროფილისთვის უზრუნველყოფილი სახელი ყველა სერვისისთვის, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ და რომლებიც მოითხოვს აგრარული უნივერსიტეტის ანგარიშს. სწორედ ამ ანგარიშში ინახება ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ადრინდელი სახელები, რათა წარმოდგენილი იყოთ ერთი სახელით ყველა ჩვენი სერვისის მონაცემებში.

როდესაც თქვენ უკავშირდებით აგრარული უნივერსიტეტის, ჩვენ ვინახავთ თქვენი კომუნიკაციის ჩანაწერს, რათა გადავჭრათ ნებისმიერი პრობლემა, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ, ან ვინახავთ ჩანაწერს, რომ დავეხმაროთ იურიდიული საკითხების მოგვარებას. ჩვენ შევინახავთ ამ ჩანაწერებს არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ელფოსტის მისამართი, რომ გაცნობოთ იმ პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რომლებიც შემოთავაზებულია ჩვენი სერვისით.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებისა და სხვა ტექნოლოგიების საშუალებით შეგროვებულ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად, პიქსელის თეგები, რომ გავაუმჯობესოთ თქვენი, როგორც მომხმარებლის გამოცდილება და ჩვენი სერვისების საერთო ხარისხი. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები, რომ უარყოთ ყველა ქუქი-ფაილი, ან აღნიშნოთ, თუ როდის გამოიგზავნოს ქუქი-ფაილი. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენ შეიძლება ვერ განახორციელოთ წვდომა, ან ვერ გამოიყენოთ ჩვენი სერვისის ზოგიერთი ფუნქცია ქუქი-ფაილების გარეშე. პიქსელის თეგი არის ტექნოლოგია, რომელიც განთავსებულია ვებსაიტზე ან ელფოსტის შიგნით და გამოიყენება ვებსაიტზე აქტივობის თვალის დევნებისთვის. ის ხშირად გამოიყენება ქუქი-ფაილებთან კომბინაციაში. დამატებითი ინფორმაციისთვის.

ჩვენ არ ვადევნებთ თვალს ჩვენს მომხმარებლებს მესამე მხარის ვებსაიტებზე და შესაბამისად, არ ვპასუხობთ „თვალს ნუ მადევნებ“ ("DNT") სიგნალებს. თუმცა, მესამე მხარეების ზოგიერთი ვებსაიტი თვალს ადევნებს ვებსაიტზე თქვენს საქმიანობას, როდესაც ისინი გემსახურებიან კონტენტით. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ თქვენს ინტერესებს მოარგონ ის შინაარსი, რასაც ისინი გაწვდიან. როდესაც თქვენ ეწვევით ასეთ საიტებს, კონკრეტული ვებსაიტების ბრაუზერები საშუალებას გაძლევთ, რომ მომართოთ DNT სიგნალი თქვენს ბრაუზერში. ასეთ შემთხვევაში, მესამე მხარეებს (კერძოდ, სარეკლამო კომპანიებს) ეცოდინებათ, რომ თქვენ არ გსურთ, რომ თვალი გადევნონ. 

რეკლამა ჩვენი სერვისის შესახებ

ჩვენს სერვისზე რეკლამების განთავსება საშუალებას გვაძლევს, რომ უფასოდ შემოგთავაზოთ ინფორმაცია და პროდუქტები/სერვისები. ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით და ყველანაირად ვცდილობთ, რომ რეკლამა იყოს უსაფრთხო, არააგრესიული და რაც შეიძლება, რელევანტური.

ქუქი-ფაილები გამოიყენება იმ მიზნით, რომ რეკლამები იყოს რაც შეიძლება რელევანტური ჩვენი სერვისის მომხმარებელთა საჭიროებებისა და ინტერესებისთვის, და უფრო მეტად ღირებული ჩვენი რეკლამების მომწოდებლებისთვის, იმ თვალსაზრისით, რომ მათ შეეძლოთ ვიზიტორებისთვის უფრო რელევანტური რეკლამების ჩვენება. ქუქი-ფაილები აგრეთვე გამოიყენება იმ მიზნით, რომ არ მოგიხდეთ ერთი და იმავე რეკლამის მრავალჯერ ნახვა და გამოვავლინოთ და თავიდან ავიცილოთ ყალბი დაწკაპუნებები. ჩვენ ვიყენებთ AdSense-ს, Google Analytics-სა და სხვა DoubleClick სერვისებს (კრებითად, "Google® Services"), რომლებიც გვეხმარება, რომ ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი და დავეხმაროთ ჩვენს რეკლამების მომწოდებლებს, რომ უკეთესად გაიგონ და თვალი ადევნონ მომხმარებელთა ურთიერთობას მათ რეკლამებთან. როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენი სერვისის რომელიმე ადგილს, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ ასეთ რეკლამას, თქვენს ბრაუზერს შეიძლება გაეგზავნოს სხვადასხვა ქუქი-ფაილები.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის Flash და HTML5, რომლებიც უზრუნველყოფს ისეთ ფუნქციონალობას ასეთი ჩვენებისთვის, როგორიცაა ინტერაქტიული რეკლამა. ჩვენ შეიძლება გამოიყენოთ აგრეთვე თქვენი IP-მისამართი, რომ შეარჩიოთ და უზრუნველყოთ ამ მისამართისთვის გამიზნული რეკლამები, იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდეს იმ რეკლამების რელევანტურობა, რომლებსაც ხედავთ. აგრეთვე უნდა აღირიცხოს და რეკლამების მომწოდებლებს წარედგინოს არაპირადი სტატისტიკური ინფორმაცია, ვებსაიტის იმ ვიზიტორების გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესახებ, რომლებიც ნახულობენ მათ რეკლამებს.

რეკლამებს, რომლებსაც ხედავთ ჩვენს სერვისზე, განპირობებულია მრავალი ფაქტორით, რომლებიც დაკავშირებულია რელევანტურობასთან, მათ შორის:

  • თქვენს მიახლოებით გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან, რომელიც ემყარება თქვენს IP-მისამართს;
  • საგნობრივ შინაარსთან, რომელსაც შეიძლება ათვალიერებდეთ ჩვენს სერვისზე. მაგალითად, თუ თქვენ ათვალიერებთ სტატიას ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ, თქვენ შეიძლება იხილოთ რეკლამები სავარჯიშო მოწყობილობების შესახებ.

კონფიდენციალურობა და არჩევანი

ჩვენი მიზანია, ნათელი გავხადოთ, თუ რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ და თქვენ გქონდეთ მიზანმიმართული არჩევნის გაკეთების საშუალება, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ეს ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები მისი „ვარიანტების“ და „პრიორიტეტების“ ფუნქციიდან იმგვარად, რომ მიიღოთ გაფრთხილება ქუქი-ფაილების მიღებამდე, ან საერთოდ გამორთოთ ყველა ქუქი-ფაილი. თუმცა მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ მრავალი სერვისი, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ჩვენს სერვისზე მომხმარებლებისთვის, შეიძლება არ ფუნქციონირებდეს სწორად ქუქი-ფაილების გამორთვის შემთხვევაში.

ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აზიარებთ

ჩვენი სერვისი საშუალებას აძლევს ვიზიტორებს, რომ გააზიარონ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა კომენტარები სარედაქციო შიგთავსის შესახებ და ინფორმაცია, რომელიც გაზიარებულია სოციალური მედიის საშუალებით. როდესაც აზიარებთ ინფორმაციას, ამის შედეგად, ის შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს სხვებისთვის, ისეთი მექანიზმების წყალობით, როგორიცაა საძიებო სისტემები. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი იმაზე, თუ სხვა პირებმა, რომლებსაც თქვენ უზიარებთ ინფორმაციას, როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს ინფორმაცია (იხილეთ ქვევით მოცემული "ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის სფერო").

თქვენი პირადი ინფორმაციის განახლება

ჩვენი პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ეწვევით ჩვენს სერვისს, თქვენ უნდა შეგეძლოთ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე. ეს არის ინფორმაცია, რომლითაც შეიძლება თქვენი იდენტიფიკაცია, როგორიცაა სახელი და გვარი, ელფოსტის მისამართი, ანგარიშსწორების ინფორმაცია, თუ სხვა სახის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიკაცია. თუ ეს ინფორმაცია არ არის სწორი, ჩვენ ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ თქვენთვის მისი სწრაფი განახლების ან წაშლის გზები - გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ჩვენ უნდა შევინახოთ ეს ინფორმაცია ლეგიტიმური ბიზნესის ან იურიდიული მიზნებისთვის, რა შემთხვევაშიც ინფორმაცია შენარჩუნებული იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული პერიოდების განმავლობაში. როდესაც განვაახლებთ თქვენს პირად ინფორმაციას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, რომ დაადასტუროთ თქვენი იდენტობა, სანამ ვიმოქმედებდეთ თქვენი თხოვნის შესაბამისად.

თუ შესაბამისი კანონი იძლევა ამის საშუალებას, ჩვენ შეიძლება უარი განვაცხადოთ იმ მოთხოვნებზე, რომლებიც არაზომიერად მეორდება, მოითხოვს შეუსაბამო ტექნიკურ ძალისხმევას (მაგალითად, მოთხოვნები, რომლებიც უკიდურესად არაპრაქტიკულია).

როდესაც შეგვიძლია ინფორმაციაზე წვდომისა და მასში შესწორების შეტანის უზრუნველყოფა, ჩვენ ამას უფასოდ გავაკეთებთ თქვენთვის, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ეს მოითხოვს შეუსაბამო ძალისხმევას. ჩვენი მიზანია, ჩვენი სერვისები შევინარჩუნოთ ისეთ დონეზე, რომ ინფორმაცია დაცული იყოს შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული დაზიანებისა და განადგურებისგან. ამის გამო, მას შემდეგ, რაც თქვენ წაშლით ინფორმაციას ჩვენი სერვისიდან, შესაძლოა, ჩვენ დაუყოვნებლივ არ წავშალოთ დარჩენილი ასლები მოქმედი სერვერებიდან.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაზიარებთ

ჩვენ არ ვუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდებს აგრარული უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც იქმნება რომელიმე გარემოება შემდეგი გარემოებებიდან:

ა. ჩვენ გავუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა თუ ინდივიდუალურ პირებს, აგრარული უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ, თუ გვაქვს თქვენი წერილობითი ან სხვაგვარი თანხმობა ამასთან დაკავშირებით.

ბ. ჩვენ გავუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა თუ ინდივიდუალურ პირებს, აგრარული უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ, თუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა, მისი გამოყენება, შენახვა ან გამჟღავნება დასაბუთებულია შემდეგი მიზნებიდან გამომდინარე:

  • სათანადო კანონის, რეგულაციების, იურიდიული პროცესისა თუ მთავრობის მიერ სანქცირებული კანონიერი მოთხოვნების შესრულება
  • ჩვენი სერვისის პირობებიდან რომელიმე მათგანის შესრულება, მათ შორის, რაიმე პოტენციურ დარღვევასთან დაკავშირებით
  • თაღლითობის, უსაფრთხოების, ან ტექნიკური პრობლემების გამოვლენა, პრევენცია ან სხვაგვარად გადაჭრა
  • ჩვენი სერვისის მომხმარებელთა და სერვისების პროვაიდერთა, აგრეთვე ფართო საზოგადოებისა და agruni-ს უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა ზიანის მიყენებისგან, კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

გ. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ პირადი ინფორმაცია მყიდველს, ან სხვა სამართალმემკვიდრეს, გაერთიანების, გასხვისების, რესტრუქტურიზაციის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა თუ აგრარული უნივერსიტეტის საერთო აქტივების ან მისი ნაწილის გაყიდვის ან გადაცემის შემთხვევაში, როგორც მოქმედი კომპანიის, ისე მისი გაკოტრების, ლიკვიდაციის ან მსგავსი პროცესის პირობებში, რა შემთხვევაშიც აგრარული უნივერსიტეტის მიერ დაცული პირადი ინფორმაცია ჩვენი სერვისის მომხმარებელთა შესახებ, წარმოადგენს გადაცემული აქტივების ნაწილს.

დ. ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია საჯაროდ და გავუზიაროთ იგი ჩვენს პარტნიორებს, როგორებიც არიან შიგთავსის შემქმნელი მესამე მხარეები, რეკლამის მომწოდებლები, ან მათთან დაკავშირებული საიტები, მაგრამ ისეთი ფორმით, რომელიც არ ამჟღავნებს თქვენი პირადობის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, და რომელიც აგრეგირებულია მომხმარებელთა სხვა ინფორმაციასთან, აგრარული უნივერსიტეტის და მესამე მხარეების მიერ ჩვენს სერვისზე შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებისა და იმ ტრენდების ჩვენების მიზნით, რომლებიც ემყარება კატეგორიებს, როგორიცაა ასაკი, სქესი, გეოგრაფიული წარმომავლობა და სხვა დემოგრაფიული მახასიათებლები.

თქვენი ინფორმაციის დაცვა

ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ დავიცვათ ჩვენი სერვისის მომხმარებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ჩვენ მიერ მათ შესახებ შეგროვებული ინფორმაცია არაავტორიზებული წვდომისაგან, ცვლილებისგან, გამჟღავნებისა თუ განადგურებისგან. კერძოდ:

ა. ჩვენ ვშიფრავთ თქვენსა და ჩვენს სერვისებს შორის მოძრავი ინფორმაციის დიდ ნაწილს SSL-ის გამოყენებით.

ბ. ვამოწმებთ ინფორმაციის შეგროვების, შენახვისა და გადამუშავების მიღებულ პრაქტიკას, მათ შორის ფიზიკური უსაფრთხოების ზომებს, რომ არაავტორიზებული წვდომისაგან დავიცვათ ჩვენი სისტემები და შეგროვებული და მათში განთავსებული ინფორმაცია. 

გ. ჩვენ პირად ინფორმაციაზე წვდომის უფლებას ვანიჭებთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, კონტრაქტორებსა და აგენტებს, ვისთვისაც აუცილებელია ამ ინფორმაციის ცოდნა, რათა მათ დაამუშაონ ეს ინფორმაცია, რომლებიც ექვემდებარებიან კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვის ვალდებულებას ამ ინფორმაციასთან მიმართებით, და რომლებიც ექვემდებარებიან დისციპლინურ ზომებს, მათ შორის გათავისუფლებას, ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის სფერო

ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება AgrUni-ს მიერ მისი სერვისის საშუალებით შემოთავაზებულ ყველა სერვისს. მაგრამ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ეხება ქვევით ჩამოთვლილთაგან არცერთს:

ა. სხვა კომპანიების ან ინდივიდუალური პირების მიერ AgrUni-ს გარდა სხვა ვებსაიტებზე და აპლიკაციებით შემოთავაზებული სერვისებს, მათ შორის, ნებისმიერ ისეთ ვებსაიტს ან აპლიკაციას, რომელიც შეიძლება მითითებული ან დაკავშირებული იყოს ბმულით ჩვენი სერვისიდან.

ბ. ინფორმაციას, რომელიც შეგროვებულია სხვა კომპანიების, ორგანიზაციების ან ინდივიდუალური პირების მიერ (და მათ მიერ მიღებულ საინფორმაციო პრაქტიკას), რომლებიც რეკლამას უწევენ ჩვენს სერვისს, სარედაქციო და სარეკლამო შიგთავსს, ან ნებისმიერ პროდუქტსა თუ სერვისს, რომელიც შემოთავაზებულია ჩვენს სერვისზე, და რომლებიც შეიძლება იყენებდნენ ქუქი-ფაილებს, პიქსელის თეგებსა და სხვა ტექნოლოგიებს რელევანტური სერვისებისა და რეკლამების შეთავაზების მიზნით.

ჩვენი სერვისის მომხმარებელთა საჩივრების დამუშავება და მარეგულირებელი ორგანოები

ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ ჩვენს შესაბამისობას ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და დარგის მასშტაბით მიღებულ საუკეთესო პრაქტიკასთან, აგრეთვე შესაბამის კანონებთან და რეგულაციებთან. როდესაც ვიღებთ ოფიციალურ წერილობით საჩივარს, ჩვენ ვუკავშირდებით იმ პირს, ვინც შემოიტანა საჩივარი, რომ განვიხილოთ ეს საჩივარი.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის გადასინჯვა და განახლება

დროგამოშვებით შეიძლება მოხდეს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გადასინჯვა, და ასეთ შემთხვევაში, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც ხედავთ, იქნება ბოლო ვერსია, ხოლო ბოლო ასეთი გადასინჯვის თარიღი მოცემული იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკის დასაწყისში.

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები, პრობლემები ან შემოთავაზებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტით: info@agruni.edu.ge ან შემდეგ მისამართზე:

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 240

ქუქი-ფაილების წესები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, პიქსელის თეგებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, მობილური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო ნომრებს, აგრეთვე სხვა მსგავს ფაილებსა და ტექნოლოგიებს, რომ შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად ვაგროვებთ თქვენი კომპიუტერისა თუ მოწყობილობის, აგრეთვე agruni.edu.ge-ს („ვებსაიტი“, მის ყველა ქვედომენთან და მობილურ ვერსიებთან, თუ მათთან დაკავშირებულ აპლიკაციებთან ერთად) გამოყენების შესახებ. ქვევით მოცემული ინფორმაციიდან შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლოთ ეს ფაილები.

თუ არ გსურთ ქუქი-ფაილების გამოყენება, შეგიძლიათ გამორთოთ ისინი ქუქი-ფაილების ამ წესებში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად, ქვევით მოცემული 'opt-out'-ბმულების გამოყენებით, ან თქვენი ბრაუზერის პარამეტრების იმგვარად შეცვლით, რომ ვებსაიტის ქუქი-ფაილები აღარ განთავსდეს თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში.

1. რა არის ქუქი-ფაილი?

ქუქი-ფაილები (Cookies) არის ტექსტური ფაილები, რომლებიც შეიცავს მცირე მოცულობის ინფორმაციას და რომლებიც ჩამოიტვირთება თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში, როდესაც შედიხართ კონკრეტულ ვებგვერდზე. ამის შედეგად, თითოეული ვიზიტის დროს, ქუქი-ფაილები იგზავნება უკან იმ ვებსაიტზე, საიდანაც მომდინარეობს ისინი, ან გადაინაცვლებს სხვა ვებგვერდზე, რომელიც ცნობს ამ ქუქი-ფაილს. ქუქი-ფაილები ფართოდ გამოიყენება იმ მიზნით, რომ ვებსაიტი ფუნქციონირებდეს, ან ფუნქციონირებდეს უფრო ეფექტურად, აგრეთვე უზრუნველყოს ინფორმაცია ვებსაიტის მფლობელებისთვის.

ქუქი-ფაილები მრავალ ფუნქციას ასრულებენ, მათ შორის, გვეხმარებიან გვერდებს შორის ეფექტურ ნავიგაციაში, იმახსოვრებენ, თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას და ზოგადად, აუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას. მაგალითად, ქუქი-ფაილებმა შეიძლება მიგანიშნონ, ადრეც იყავით ვებსაიტზე, თუ ახალი ვიზიტორი ხართ. ისინი აგრეთვე უზრუნველყოფენ, რომ რეკლამები, რომლებსაც ხედავთ ინტერნეტში, იყოს უფრო მეტად რელევანტური თქვენთვის და თქვენი ინტერესებისთვის.

არსებობს ქუქი-ფაილების ორი კატეგორია:

  • პირველი მხარის ქუქი-ფაილები, რომლებიც იგზავნება ჩვენ მიერ თქვენს კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობაზე;
  • მესამე მხარის ქუქი-ფაილები, რომელბიც უზრუნველყოფილია ჩვენთვის მესამე მხარის მიერ. ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის ქუქი-ფაილებს ფუნქციონალობის, ეფექტურობის/ანალიზის, რეკლამისა და სოციალური მედიის მიზნებისთვის.

ქუქი-ფაილები შეიძლება დარჩეს თქვენს კომპიუტერში, ან მობილურ მოწყობილობაში დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით. ზოგიერთი ქუქი-ფაილი არის „სესიის ქუქი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსებობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი ბრაუზერი გახსნილია. სესიის ქუქი-ფაილები ავტომატურად წაიშლება, როგორც კი დახურავთ ბრაუზერს. სხვა ქუქი-ფაილები არის "მუდმივი ქუქი-ფაილები", რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსებობენ მას შემდეგაც, როდესაც თქვენი ბრაუზერი დაიხურება. მუდმივი ქუქი-ფაილები შეიძლება გამოყენებული იყოს ვებსაიტის მიერ თქვენი კომპიუტერის ამოსაცნობად, როდესაც გახსნით ბრაუზერს და კვლავ შეხვალთ ვებ-საიტზე.

2. როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს?

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რომ:

  • ვებ-საიტებზე იმუშაოს ავტორიზაციის ფუნქციამ
  • თვალი ვადევნოთ ვებსაიტზე ვიზიტორთა ნაკადს და მათი გადაადგილების თავისებურებებს
  • ვიცოდეთ ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორთა საერთო რაოდენობა და თუ რა ტიპის ინტერნეტ ბრაუზერებსა ( მაგ., Firefox, Chrome ან Internet Explorer) და ოპერაციულ სისტემებს (მაგ., Windows, macOS ან Linux) იყენებენ ისინი
  • ვაწარმოოთ ვებსაიტის ეფექტურობის მონიტორინგი და მუდმივად გავაუმჯობესოთ იგი
  • უზრუნველვყოთ ვებსაიტის მომხმარებლებზე მორგება და გავაძლიეროთ მათი გამოცდილება
  • საშუალება მივცეთ agruni-ს და მესამე მხარეებს, რომ განათავსონ რეკლამები როგორც ამ ვებსაიტზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენ ვიყენებთ Facebook-ის პიქსელის და სხვა კომპანიების თეგებს ქუქი-ფაილებთან ერთად კომბინაციაში. თეგი არის ისეთი სახის ტექნოლოგია, რომელიც განთავსდება ვებსაიტზე ან ელფოსტის შიგნით, რომ თვალი ადევნოს ვებსაიტზე მიმდინარე მოქმედებებს. ჩვენ ვიყენებთ თეგებიდან შეგროვებულ ინფორმაციას, ქუქი-ფაილებიდან მიღებულ ინფორმაციასთან ერთად, რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება და ჩვენი სერვისების საერთო ხარისხი.

3. რა ტიპის ქუქი-ფაილებს ვიყენებთ?

ქუქი-ფაილების ტიპები, რომლებსაც ვიყენებთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვებსაიტთან მიმართებით, შეიძლება განეკუთვნებოდეს რომელიმეს შემდეგი ხუთი კატეგორიიდან, კერძოდ: „ძირითადი ქუქი-ფაილები“, „ფუნქციონალობის ქუქი-ფაილები“, „შესრულების ხარისხის/მონაცემთა ანალიზის ქუქი-ფაილები“, „რეკლამის/თვალის დევნების ქუქი-ფაილები“ და „სოციალური მედიის ქუქი-ფაილები“. შემდეგ ცხრილში ჩვენ წარმოვადგინეთ უფრო ვრცელი ინფორმაცია თითოეული კატეგორიის შესახებ, აგრეთვე ქუქი-ფაილების მიზნები, რომლებიც განსაზღვრულია ჩვენ მიერ და მესამე მხარეების მიერ.

ქუქი-ფაილების ტიპები რას აკეთებენ ისინი როგორ დავბლოკოთ
ვებსაიტის ძირითადი მიზნებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები („ძირითადი ქუქი-ფაილები“) ეს ქუქი-ფაილები არსებით როლს ასრულებენ, რომ უზრუნველვყოთ ვებსაიტი და ნებისმიერი სერვისი ამ ვებსაიტის საშუალებით, აგრეთვე გამოვიყენოთ ზოგიერთი მისი ფუნქცია, როგორიცაა დაცულ არეებზე წვდომა. ამ ქუქი-ფაილების გარეშე, სერვისები, რომლებსაც თქვენ მოითხოვთ, როგორიცაა ტრანზაქციული გვერდები და შესვლის დაცული ანგარიშები, არ იქნებოდა შესაძლებელი. იხილეთ ქვევით მოცემული ინსტრუქცია "როგორ ვაკონტროლოთ ან წავშალოთ ქუქი- ფაილები".
ფუნქციონალობის ქუქი-ფაილები

ფუნქციონალობის ქუქი-ფაილები იწერენ ინფორმაციას თქვენი პრიორიტეტების შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ვებსაიტი მოვარგოთ თქვენს ინტერესებს. ამ ქუქი-ფაილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც თქვენ აგრძელებთ გამოყენებას ან უკან ბრუნდებით ვებსაიტზე, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ სერვისები თქვენთვის ისეთი სახით, როგორსაც თქვენ მოითხოვთ. მაგალითად, ეს ქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევს, რომ:

● შევინახოთ თქვენთვის პრიორიტეტული ადგილმდებარეობა, თუ დაფიქსირებული გაქვთ ადგილმდებარეობა თქვენს ვებგვერდზე, რათა მიიღოთ ადგილობრივი ამინდის პროგნოზი.
● დავიმახსოვროთ პარამეტრები, რომელბიც თქვენ გამოიყენეთ, როგორიცაა განლაგება, ტექსტის ზომა, პრიორიტეტები და ფერები;
● აღვრიცხოთ, როდესაც შედიხართ სისტემაში და შევინახოთ წვდომის ვარიანტები.

იხილეთ ინსტრუქცია განყოფილებაში "როგორ ვაკონტროლოთ ან წავშალოთ ქუქი- ფაილები", რომელიც მოცემულია ქვევით.
ეფექტურობის /მონაცემთა ანალიზის ქუქი-ფაილები

ჩვენ ვიყენებთ ეფექტურობის/მონაცემთა ანალიზის ქუქი-ფაილებს, რომ გავაანალიზოთ, თუ როგორ ხდება ვებსაიტზე წვდომა, მისი გამოყენება, ან როგორია მისი ეფექტურობა მომხმარებლისთვის, უკეთესი გამოცდილების უზრუნვრლყოფის თვალსაზრისით, აგრეთვე ვებსაიტის შენახვის, ფუნქციონირებისა და მუდმივი გაუმჯობესებისთვის. მაგალითად, ეს ქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევს, რომ:

● უკეთესად გვესმოდეს ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორების და გავაუმჯობესოთ ჩვენი კონტენტის წარმოდგენა;
● ვცადოთ დიზაინის სხვადასხვა ვარიანტები კონკრეტული გვერდებისთვის, როგორიცაა ჩვენი მთავარი გვერდი;
● შევაგროვოთ ინფორმაცია ვებსაიტის ვიზიტორების შესახებ, მაგალითად, თუ სად იმყოფებიან ისინი და რომელ ბრაუზერს იყენებენ;
● მოვახდინოთ იმ მოწყობილობების იდენტიფიკაცია, რომლებსაც იყენებენ ვებსაიტის ვიზიტორები;
● განვსაზღვროთ ვებსაიტის ინდივიდუალურ მომხმარებელთა რაოდენობა;
● გავაუმჯობესოთ ვებსაიტი იმ შეცდომების ანალიზით, რომლებიც გვხვდება
● ჩავატაროთ კვლევა და დიაგნოსტიკა შეთავაზებული პროდუქტების გასაუმჯობესებლად.

იხილეთ აგრეთვე ქვევით მოცემული ინსტრუქცია: "როგორ ვაკონტროლოთ ან წავშალოთ ქუქი- ფაილები".
სარეკლამო/ თვალის დევნების ქუქი-ფაილები

როდესაც იყენებთ ჩვენს ვებსაიტს, თქვენ იქ შეამჩნევთ განთავსებულ რეკლამებს. ჩვენ უფლებას ვაძლევთ მესამე მხარე კომპანიებს, მათ შორის, სარეკლამო კომპანიებს, რომ განათავსონ ქუქი-ფაილები ჩვენს ვებსაიტზე. ეს ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ამ კომპანიებს, რომ თვალი ადევნონ თქვენს საქმიანობას სხვადასხვა საიტებზე, სადაც ისინი წარმოადგენენ რეკლამებს და დააფიქსირონ თქვენი საქმიანობა იმ მიზნით, რომ ინტერნეტის თვალიერების დროს გიჩვენონ ის რეკლამები, რომლებსაც ჩათვლიან თქვენთვის რელევანტურად. ეს ქუქი-ფაილები ანონიმურია -- ისინი ინახავენ ინფორმაციას იმ კონტენტის შესახებ, რომელსაც თქვენ ათვალიერებთ და არა იმის შესახებ, თუ ვინ ხართ თქვენ.

ქუქი-ფაილები აგრეთვე საშუალებას გვაძლევს ჩვენ და მესამე მხარეებს, რომ გავიგოთ, ნახეთ თუ არა რეკლამა, ან რაიმე ტიპის რეკლამა და რამდენი ხანი გავიდა ბოლო ნახვის შემდეგ. ეს ინფორმაცია გამოიყენება სიხშირის შეზღუდვის მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი და იგივე რეკლამის მრავალჯერ ჩვენება, აგრეთვე იმისათვის, რომ ნახოთ თქვენი ინტერესების შესაბამისი რეკლამები, რომ გამოვლინდეს ცრუ დაწკაპუნებები და გაიზომოს რეკლამების ეფექტურობა.

ყველა სარეკლამო კომპანიასა თუ ქსელს, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, აქვს საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და გვთავაზობს მექანიზმებს მომხმარებლებისთვის, რათა მათ შეეძლოთ თვალის დევნებისა და ქცევითი თარგეთინგის უარყოფა, რაც შესაძლებელია თვით რეკლამების საშუალებით, ან უარყოფის იმ მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ჩამოთვლილია ქვევით, განყოფილებაში "როგორ ვაკონტროლოთ და წავშალოთ ქუქი- ფაილები".
სოციალური მედიის ქუქი- ფაილები მესამე მხარეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აპლიკაციებს ჩვენი ვებსაიტის საშუალებით, შეუძლიათ განათავსონ თავიანთი ანონიმური ქუქი-ფაილები ვებსაიტის ზოგიერთ გვერდზე, იმ მიზნით, რომ თვალი ადევნონ თავიანთი აპლიკაციების წარმატებას ან მოარგონ აპლიკაციები თქვენს ინტერესებს. მაგალითად, როდესაც თქვენ აზიარებთ სტატიას სოციალური მედიის გაზიარების ღილაკის საშუალებით, რომელიც მოცემულია ჩვენს ვებსაიტზე (მაგ., Twitter ან Facebook), ის სოციალური ქსელი, რომელმაც შექმნა ეს ღილაკი, ჩაიწერს, რომ თქვენ განახორციელეთ ასეთი მოქმედება. ქუქი-ფაილების მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს წვდომა ამ ქუქი-ფაილებზე და არც მესამე მხარეებს აქვთ წვდომა ჩვენ მიერ გამოყენებული ქუქი-ფაილების მონაცემებზე. ჩვენი ვებსაიტის ზოგიერთი გვერდი შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე ჩასმულ კონტენტს, როგორიცაა ვიდეო კონტენტი YouTube-დან ან Vimeo-დან, და ეს საიტები შეიძლება იყენებდნენ თავიანთ ქუქი-ფაილებს. იხილეთ ინსტრუქცია განყოფილებაში "როგორ ვაკონტროლოთ ან წავშალოთ ქუქი- ფაილები", რომელიც მოცემულია ქვევით.

4. როგორ ვაკონტროლოთ ან წავშალოთ ქუქი-ფაილები

თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ან არ მიიღოთ ქუქი-ფაილები და ჩვენ ქვევით განვმარტავთ, თუ როგორ უნდა განახორციელოთ ეს უფლება. მიუხედავად ამისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ აირჩევთ ქუქი-ფაილების უარყოფას, თქვენ ვეღარ შეძლებთ ჩვენი ვებსაიტის სრული ფუნქციონალობით სარგებლობას. 

ბრაუზერების უმრავლესობა საშუალებას იძლევა, რომ შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები. ეს პარამეტრები, როგორც წესი, მოცემულია თქვენი ბრაუზერის „Options“, ან „Preferences“ მენიუში. ამ პარამეტრების გასაგებად შეიძლება დაგეხმაროთ შემდეგი ბმულები, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ბრაუზერის „Help“-ფუნქცია დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

გთხოვთ, გაითვალისწონოთ, რომ არსებობს გაცილებით მეტი კომპანია, ვიდრე ჩამოთვლილია ამ დოკუმენტში, რომლებიც განათავსებენ ქუქი-ფაილებს ჩვენი ვებსაიტის საშუალებით.

5. ცვლილებები ქუქი-ფაილების წესებში

ჩვენ დროგამოშვებით განვაახლებთ ქუქი-ფაილების ამ წესებს, რომ მასში აისახოს ჩვენს პრაქტიკასა და სერვისებში შეტანილი ცვლილებები. როდესაც ვაქვეყნებთ ქუქი-ფაილების ამ წესებში შეტანილ ცვლილებებს, შესაბამისად ვცვლით ბოლო განახლების თარიღს, რომელიც მოცემულია ქუქი-ფაილების წესების თავში. როდესაც შეგვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და/ან ვაზიარებთ ქუქი-ფაილებში მოცემულ ინფორმაციას. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დროგამოშვებით შეამოწმოთ ეს გვერდი, რათა ინფორმირებული იყოთ ცვლილებების შესახებ ქუქი-ფაილების წესებსა თუ ჩვენს ნებისმიერ სხვა პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

6. მეტი ინფორმაცია გჭირდებათ?

თუ გსურთ, რომ გაიგოთ უფრო მეტი ქუქი-ფაილების შესახებ და ინტერნეტში მათი გამოყენების შესახებ, შემდეგი ბმულები შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენთვის:

7. ქუქი-ფაილები, რომელთა პარამეტრები განისაზღვრა წარსულში

თუ თქვენ გამორთეთ ერთი ან მეტი ქუქი-ფაილი, ჩვენ შეგვიძლია კვლავ გამოვიყენოთ ინფორმაცია, რომელიც მიღებულია ქუქი-ფაილებიდან, თქვენ მიერ გამორთვის პარამეტრების მომართვამდე, მაგრამ ჩვენ შევწყვეტთ გამორთული ქუქი-ფაილების გამოყენებას შემდგომი ინფორმაციის შესაგროვებლად.