Laterna Aeterna
თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის მიზანია კულტურული, ჰარმონიული და დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში შემძლე პიროვნების ჩამოყალიბება. ამ მიზნით პროგრამა შედგება ფართო კლასიკური განათლებისა დასხვადსხვა უნარების გამოსავლენად და გასავითარებლად შემდეგი 4 სფეროს საგნებისაგან:
- ვიზუალური ხელოვნებები: ა) აკადემიურ ხატვას, ბ) არქიტექტურულ პროექტირებასა და მაკეტირებას,
გ) ქანდაკებას, დ) მხაზველობით გეომეტრიას, გეგმილურ ხაზვას, პერქსპეტივისა და ჩრდილების აგებას,
აგრეთვე ევკლიდეს გეომეტრიას, ე) ფოტოგრაფიასა და კინოსგადაღებას.
- საშემსრულებლო ხელოვნებებს: ა) სამსახიობო ოსტატობის ელემენტებს, ბ) სასცენო მეტყველებას, გ) საჯარო გამოსვლებს,
დ) სურვილის შემთხვევაში, დადგამასდა სასცენო ხელოვნებას.
- სიტყვიერებისა და ფილოლოგიის დისციპლინებს: ა) კლასიკურ რეტორიკას, ბ) ლათინურსა და ძველ ბერძნულს,
გ) დრამის თეორიასა და ლექსთწყობას [მეტრიკას], დ) ანტიკური და შუასაუკუნეების პირველადი წყაროებისა და მეორადი
ლიტერატურის ფილოლოგიურ-კრიტიკულ კითხვას.
- მეცნიერულ კვლევას ჰუმანიტარიის, ხელოვნების, მედიევისტიკისა და ინტერდისციპლინური განხრით.
პროგრამა ისწავლება მხოლოდ ინტერაქტიული მეთოდით ხსენებული 4 მიმართულების საგნების ერთმანეთთან მჭიდროდ და უშუალოდ დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება სტუდენტის ძლიერი მხარეებისა და ახალი შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებაზე.
ეს პროგრამა შედგენილია
- ამერიკის უნივერსიტეტების Liberal Arts-ის პროგრამების გათვალისწინებით;
- ეყრდნობა კლასიკურ ევროპულ განათლებას (თავისუფალი ხელოვნებები Artes Liberales);
- ითვალისწინებს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი გარემოს გამოწვევებს.
კლასიკური განათლება, ევროპული კულტურა, ამერიკული წარმატება
Veni, Vide, Vale- მოდი, ნახე, შეძელი!
თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა
თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმის აღწერა