მზარეულის პროგრამის ღია კარის დღე

23 მაისი 2024

საქართველოს კულინარიის აკადემიამ აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის სკოლასა და კერძო სექტორთან პარტნიორობით დახვეწა მზარეულის პროგრამა. კერძოდ, განახლდა არსებული საგნები და პროგრამას დაემატა ისეთი საგნები, როგორიცაა: ქიმიის საფუძვლები, მიკრობიოლოგიის საფუძვლები, სურსათის უვნებლობა, HACCP-ის სისტემა.

22 აპრილს ღია კარის დღე ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში მზარეულის პროგრამის შესახებ დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად.

ღია კარის ფარგლებში პროგრამით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო პროგრამას, სასწავლო გარემოს, უნივერსიტეტში მიღების პირობებს და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

A 1Mzareulis Programis Ria Karis Dre A 2Mzareulis Programis Ria Karis Dre A 3Mzareulis Programis Ria Karis Dre A 4Mzareulis Programis Ria Karis Dre