მარიამ ხალხელაურს კომპანია ლაქტალისმა ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია გადასცა

06 ნოემბერი 2026

აგრარული უნივერსიტეტის სურსათის ტექნოლოგიის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტს მარიამ ხალხელაურს კომპანია ლაქტალისმა ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია გადასცა.

მარიამს, სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელებს შორის, ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები აქვს.

კომპანია ლაქტალისი ფრანგული რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს.

Sursati (2)