გამოვლინდნენ კომპანია აგროსფეროს სტიპენდიანტები
05 ივლისი 2024
სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფერო • Agrosphere აგრარული უნივერსიტეტის 6 სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს.
მიმდინარე წელს კომპანიის სტიპენდიანტები არიან სამი პროგრამის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები:
- აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები თეა იმნაძე და ნია სულაძე
- მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ლევან კიკაჩეიშვილი, მიხეილ ნატროშვილი
- მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: საბა ებანოიძე და მარიამ ღვინიაშვილი
კომპანია აგროსფერო, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტთა მხარდასაჭერად ყოველთვიურ სტიპენდიას მესამე წელია გადასცემს III-IV კურსის მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში განვითარების სურვილის მქონე სტუდენტებს.
მსგავსი სიახლეები
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026
თორნიკე ბუკია სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე
29 მაისი 2026
დავით ადამია University of Angers-ში
20 მაისი 2026