ახალი ღვინის ფესტივალი
20 May 2026
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა თავიანთი საავტორო ღვინოები წარადგინეს „ახალი ღვინის ფესტივალზე“, რომელიც 9 მაისს მთაწმინდის პარკში გაიმართა.
აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტები მიკროვინიფიკაციისა და ღვინის ფესტივალის სიმულაციის საგნის ფარგლებში უნივერსიტეტის მარანში ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს (სავალდებულოა დააყენონ წითელი და თეთრი ღვინოები, როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური), რომლებიც წარმოადგენენ მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს.
სტუდენტები თავად არჩევენ ყურძნის ჯიშსა და ტექნოლოგიას, კრეფენ ყურძენს, ახდენენ ტკბილისა და დურდოს წინასწარ დამუშავებას, ალკოჰოლური დუღილის წარმართვასა და რეგულირებას, ვაშლ-რძემჟავა დუღილის ჩატარებასა და დაავადებების პრევენციას. ამასთანავე, საზღვრავენ ღვინის ფიზიკო-ქიმიურ პარამეტრებს, ხარისხის შეფასების მიზნით ატარებენ დეგუსტაციებს, ამოწმებენ გაწებვას, ზრუნავენ ღვინის სტაბილიზაციაზე და ასხამენ ბოთლებში.
ღვინის მარკეტინგის საგნის ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტები თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სტუდენტებთან ერთად ქმნიან ეტიკეტის დიზაინს და წარუდგენენ მომხმარებელს.
Similar news
02 June 2026
თორნიკე ბუკია სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე
29 May 2026
დავით ადამია University of Angers-ში
21 November 2025
თინათინ თურმანიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
20 November 2025
სოფიო ჭუმბურიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
31 October 2025