ENG GEO

Search form

Google კამპუსში

25 სექტემბერს კამპუსს GOOGLE-ის ირლანდიის ოფისის სპეციალისტები სტუმრობდნენ.

შედგა გაცნობითი შეხვედრა და ტრენინგი.
 
გუგლის სურვილია სამომავლოდაც ითანამშრომლოს უნივერსიტეტებთან და მუდმივი კომუნიკაცია ქონდეს სტუდენტებთან.
 
შეხვედრის შემდეგ გუგლის ირლანდიის ოფისის ცენრტალურ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელმა ტატიანა ზახაროვამ დაათვალიერა კამპუსი და საზეიმოდ გახსნა გუგლის ოთახი, სადაც სტუდენტებს მიეცემათ საშუალება იმუშავონ ანდროიდის პლატფორმისთვის და შექმნან შესაბამისი აპლიკაციები.
 
დიღმის საუნივერსიტეტი კამპუსი პირველი საუნივერსიტეტოს სივრცეა, სადაც გუგლმა ოფიციალურად გახსნა ოთახი.
 
შეხვედრის შემდეგ ტატიანა ზახაროვას ინიციატვივით სტუდენტებს დაეგზავნათ სპეციალურად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შექმნილი სარეგისტრაციო ფორმა, რომლის შევსების შემდეგ კამპუსელები მათ ბაზაში მოხვდებიან და ექნებათ შანსი სტაჟირება გუგლში გაიარონ.
 
შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ გუგლი კამპუსს მომავალ წელსაც ესტუმრება.