აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ ბუჩუკური სწავლას საფრანგეთში გააგრძელებს.
მარიამი ჩაირიცხა ბორდოს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე: Master Sciences de la vigne et du vin.
მარიამ ბუჩუკურმა სტაჟირება გაიარა SUPAGRO-ს სამეცნიერო კვლევით ცენტრში (საფრანგეთი, მონპელიე) კვლევაში: ვაზის გვალვაგამძლე ჯიშებში წყლის დეფიციტის შესწავლა,რთველის თარიღის განსაზღრა ფოტოების ციფრული ანალიზის საფუძველზე. უფრო ზუსტად: Analyses par imagerie du développement des fleurs et des baies pour différents génotypes sous contrainte hydrique.
Send notification via e-mail: