ENG GEO

Search form

ქრისტინე ვაჩაძე სწავლას ესპანეთში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში გააგრძელებს

აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების კურსდამთავრებული, ქრისტინე ვაჩაძე სწავლას ევროპაში გააგრძელებს.

ქრისტინემ ერასმუს მუნდუსის სტიპენდია მოიპოვა და ღვინის ტურიზმის ერთიან სამაგისტრო პროგრამაზე (International Master on Wine Tourism Innovation – WINTOUR) ისწავლის სრული დაფინანსებით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქრისტინე 2 წლის განმავლობაში ისწავლის Rovira i Virgili University-ში (ტარაგონა, ესპანეთი), University of Bordeaux-ში (ბორდო, საფრანგეთი) და University of Porto-ში (პორტო, პორტუგალია).

 
2018 წელს ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქრისტინე ასევე სწავლობდა გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში (გერმანია).
Send notification via e-mail: