აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა, მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერმა ია ფიფიამ, ესპანელ კოლეგებთან ერთად (ველენსიის მეტყევეობის კვლევებისა და ექსპერიმენტაციის ცენტრის ველური ბუნების სამსახური, ვალენსიის ფერერ-გალეგოს ღვინის ქარხანა, ტარაგონას ღვინის ტექნოლოგიის ცენტრი), გამომცემლობა WILEY-ის (აშშ) ჟურნალში TAXON, გამოაქვეყნა სტატია: Proposal to conserve the name Vitis sylvestris C.C. Gmel. (Vitaceae) against V.sylvestris W. Bartram (წინადადება შენარჩუნდეს სახელი Vitis sylvestris C.C. Gmel. (Vitaceae) ნაცვლად V.sylvestris W. Bartram-ისა). სტატიაში, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ვაზის ნიმუში, ველური ვაზის - Vitis sylvestris C.C. Gmel. - ნეოტიპად განიხილება.