საველე პრაქტიკა
15 აგვისტო 2023
საველე პრაქტიკა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ექსკლუზიური პროექტია, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას აძლევს ყველა კამპუსელს აგერ უკვე 10 წელზე მეტია.
საველე პრაქტიკა არის საგანი, რომელიც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების თითოეული პროგრამის ნაწილია. მისი შექმნის და დანერგვის იდეა უნივერსიტეტების დამფუძნებელს კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის.
საველე პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები 10 დღით საველე ბანაკებში ნაწილდებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უნივერსიტეტების მიერ შერჩეული კოორდინატორების ზედამხედველობის ქვეშ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ: ახალი ან არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაში, მოწესრიგებასა და გამართვაში; რეკრეაციულ ზონებში დანაგვიანებული ტერიტორიების დასუფთავებაში; ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა აგრარულ თუ სამეურნეო პროცესში; რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებში.
საველე პრაქტიკის ფარგლებში, ჩვენმა სტუდენტებმა განახორციელეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა, მაგალითისთვის:
- არაერთი სალაშქრო ბილიკის მარკირება, გაწმენდა, აღდგენა და ზოგჯერ გაყვანაც კი.
- სხვადასხვა ხეობაში საცალფეხო ხიდების აშენება და აღდგენა, რომლებსაც დღემდე იყენებენ ტურისტები და ადგილობრივები.
- თუშეთის ცალკეულ სოფლებში სასმელი წყლით მოსამარაგებლად არხების გაყვანა.
- სამეგრელოს, რაჭის, ზემო-სვანეთისა და ხევსურეთის ალპური ზონის სხვადასხვა ტბამდე მისასვლელი გზების გაკვალვა და მონიშვნა.
- ლაგოდეხის, მტირალას, ყაზბეგის, კინტრიშის, თუშეთის, ბორჯომ-ხარაგაულის, ოკაცესა და მარტვილის დაცული ტერიტორიების ტურისტული ბილიკების ყოველდღიური დასუფთავება და ლანდშაფტის, მდინარეების ხეობების, ჩანჩქერების თუ სხვა ბუნების ძეგლების სისუფთავეზე ზრუნვა.
- ატენში, გომის მთაზე, გუდამაყრის ხეობაში, ბახმაროსა და ბეშუმში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ თუ სამეურნეო პროექტში ჩართულობა.
საველე პრაქტიკის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების 10 000-ზე მეტმა სტუდენტმა შეიძინა საველე პირობებში გუნდურად ამოცანების გადაწყვეტის ფასდაუდებელი გამოცდილება.
მსგავსი სიახლეები
01 აგვისტო 2024
ატმისა და გარგარის წარმოების შესახებ ტრენინგი
30 ივლისი 2024
იაპონიის ელჩის ლექცია საქართველოს კულინარიის აკადემიაში
17 ივლისი 2024
ვეტერინარიუმს წავი ესტუმრა
15 ივლისი 2024
ნათია რობაქიძე გაივლის საერთაშორისო პროგრამას გულის ექოსკოპიაში
08 ივლისი 2024