ბლოკირებული ინტრამედულარული ღეროთი მოტეხილობის მკურნალობა

09 ივნისი 2026

საქართველოში მხოლოდ ვეტერინარიუმში - ბლოკირებული ინტრამედულარული ღეროთი ფისო ჰერცოგის ბარძაყის რთული მოტეხილობის მკურნალობა. 

მეტისმა კატამ, ჰერცოგმა, მარჯვენა ბარძაყის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა (AO 32C3 ტიპი) მიიღო. მსგავსი ტიპის მოტეხილობების შემთხვევაში ანატომიური რეპოზიცია აუცილებელი არ არის, ოპერაციის მთავარი მიზანია ფრაგმენტების სწორი ღერძული განლაგების აღდგენა და ძვლის სიგრძის შენარჩუნება.

ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და ეფექტიან მეთოდად ითვლება ბლოკირებული ინტრამედულარული ღეროს გამოყენება. სწორედ ამ ტექნოლოგიით წარმატებულად ჩაუტარდა ოპერაცია ჰერცოგს. ოპერაცია დაგეგმა და გააკეთა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ.

საქართველოში პირველად, სწორედ ვეტერინარიუმში დაინერგა ფინური კომპანია Mathemedix Oy-ის მიერ შექმნილი ბლოკირებული ინტრამედულარული ღეროს სისტემა (I-Lock Interlocking Nail System). ეს სისტემა თანამედროვე ვეტერინარული ორთოპედიის ერთ-ერთი მოწინავე მეთოდია ლულოვანი ძვლების მოტეხილობების ქირურგიული მკურნალობისათვის.

ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ძვლის შიგნით მოთავსდეს სპეციალური ბლოკირებული ღერო, რომელიც დამატებით ფიქსირდება ჩამკეტი ჭანჭიკებით. შედეგად, ძვალი სტაბილურად ინარჩუნებს სწორ პოზიციას როგორც ღერძული, ისე როტაციული დატვირთვების დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული და მრავალფრაგმენტული მოტეხილობების შემთხვევაში. სწორედ ამ უპირატესობების გამო, ადამიანთა მედიცინაში ლულოვანი ძვლების დიაფიზის მოტეხილობების დროს ძირითადად მსგავსი ტიპის ფიქსაცია გამოიყენება.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ბლოკირებული ინტრამედულარული ღეროს სისტემას შეუძლია დაახლოებით 4-ჯერ მეტი დატვირთვის გაძლება, ვიდრე ალტერნატიულ ფიქსაციის მეთოდებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კონსტრუქციის საიმედოობას და ამცირებს იმპლანტის დაზიანებისა თუ მარცხის რისკს.

2024 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში “A generic precurved interlocking nail is more compatible with femoral and tibial morphology than a straight nail in dog” აღნიშნულია: “Interlocking nails have been shown to offer greater stiffness in compression and 4-point bending and greater resistance to failure in compression, torsion, and 4-point bending than locking compression plates.”

სისტემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა რბილი ქსოვილების ნაკლები ტრავმირება, რაც ამცირებს პოსტოპერაციული გართულებების რისკს და ხელს უწყობს უკეთესი კლინიკური შედეგების მიღწევას.

სამეცნიერო სტატია იხილეთ აქ: 

https://avmajournals.avma.org/.../86/3/ajvr.24.09.0267.xml

Ფის1 Ფის2