ENG GEO

Search form

Highlight

აგრარული უნივერსიტეტის სატყეო მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ელიზავეტა ავოიანი და სოფიო გოგიბედაშვილი აშშ-ში გაემგზავრებიან. ელიზავეტა და სოფიო მონაწილეობდნენ International Forestry Fellows Program (IFFP)-ში, რომელსაც აშშ-ს სატყეო სამსახური (US Forest service USFS) ახორციელებს. ორივე მათგანი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას 5 თვით აშშ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტში (University of California, Davis) გაივლიან. მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად ამერიკული მხარე აანაზღაურებს. IFFP მომავალ წელსაც გამოაცხადებს კონკურსს და სატყეო საქმის სპეციალობის სტუდენტებს კვლავ ექნებათ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება.
15.03.2019
აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროგრამის კურს
14.03.2019
აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის, მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერის, ია ფიფიას ინტერვიუ გამოქვეყნდა გამოცემაში "Profiles of Women Scientists in Asia: Their inspirational stories", რომლიც აერთიანებს AASSA-ის წევრი ქვეყნების მიერ ნომინირებული 50 წარმატებული მეცნიერი ქალის ინტერვიუს. გამოცემა მიზნად ისახავს მეცნიერი ქალების წახალისებას მათი წარმოჩენით და მომზადებულია აზიის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებების ასოციაციის Association of Academies and Societies of Sciences in Asia (AASSA) სპეციალურმა კომიტეტის „ქალები მეცნიერებასა და ინჟინერიაში"/SpecialCommittie for Women in Science and Engineering (WISE) მიერ. WISE-ის კომიტეტს წევრია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი - თინათინ სადუნიშვილი.
18.02.2019
1-5 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართება მსოფლიოს სამეცნიერო ჟურნალისტების კონფერენცია (https://www.wcsj2019.eu/), რომელშიც აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტი, დავით კეკენაძეც მიიღებს მონაწილეობას. დავითი მოვხვდა მსოფლიოს მასშტაბით იმ 100 შერჩეულ კანდიდატში, რომელსაც კონფერენციაზე სტუმრობა სრულად დაუფინანსეს. კონფერენციის სპიკერებს შორის არიან ისეთი ცნობილი ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და გამოცემების წარმომადგენლები, როგორიც არის New York Times, The Economist, Nature, MIT, National Geographic Society, CERN, UNESCO და სხვები. კონფერენციის ფარგლებში დავით კეკენაძე დაესწრება ვორქშოფებს, ეწვევა CERN-ს, ნახავს დიდ ადრონულ კოლაიდერს და გაიცნობს სამეცნიერო ჟურნალისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. დავითი ასევე სამეცნიერო სტატიებს წერს On.ge-სთვის.
10.02.2019
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი სოფიო კობაური მიწვეული იყო საერთაშორისო კონფერენციებზე „20th International Conference on Nanotechnology Materials and Applications“ და „International Conference on Biomedical Engineering and Technology” პარიზსა და ნიუ იორკში. ვიზიტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ერთობლივი გრანტით. პარიზში სოფიო კობაურმა წარადგინა ზეპირი მოხსენება სათაურით: „Drug Delivery Nano-Containers Based on Pseudo-Proteins”. მოხსენება ეხებოდა კათიონური ფსევდო-პროტეინების საფუძველზე მიღბული დადებითი მუხტის მატარებელი წამლის მიმწოდებელი ნანო-კონტეინერების მიღებასა და კვლევას. ნიუ-იორკში კი წარადგინა ზეპირი მოხსენება სათაურით: “Nanocarriers Made of Amino Acid Based Biodegradable Polymers: Poly(Ester Amide) and Related Cationic and PEGylating Polymers”. მოხსენება ეხებოდა რეგულარული პოლიესტერამიდის, კათონური პოლიესტერამიდისა და სავარცხლის-მსგავსი თანა-პოლიესტერამიდის საფუძველზე სხვადასხვა ტიპის, მათ შორის პეგ-ილირებული ბიოსამედიცინო დანიშნულების ნანონაწილაკების მიღებას და კვლევას. ორივე კონფერენციაზე სოფიო კობაური დაჯილდოვდა „საუკეთესო პრეზენტაციის ჯილდოთი“ ("Best Presentation Award").
07.02.2019
28 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსს თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი გია დვალი ეწვია და ტრადიციული საჯარო ლექცია ჩაატარა. ამჯერად ლექციის თემა იყო - „მოაზროვნე“ ადრეული სამყარო. როგორც ყოველთვის, შეხვედრამ სრული ანშლაგით ჩაიარა.
31.12.2018
ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებმა გურამ გელხაურმა, მიხეილ ჭოლოკავამ და გივი დოლიძემ შექმნეს პირველი ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანია. გუნდი რამდენიმე თვეა ამზადებს ახალ თამაშს სავარაუდოდ სახელით Game of Deities. წორედ ამ თამაშით მოიგო გუნდმა Kick Challenge, რომლის დახმარებითაც კომპანია Kickstarter-ზე წარმართავს სწორ კამპანიას რაც წარმატების შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
26.12.2018

გვერდები