ENG GEO

Search form

Highlight

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მ
21.05.2019
კამპუსში პროფესორმა ასაფ სადეჰმა (Asaf Sadeh) ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: "Agroecological research at the ARO: the functions of biodiversity in agroecosystems." ლექციის თემა იყო მტაცებელი ბაღლინჯოების კანიბალიზმის საკითხი კალიფორნიაში. მომხსენებელმა ისაუბრა დაავადებათა ეკოლოგიაზე, მავნე ტკიპების ბიოკონტროლის მექანიზმებსა და ციტრუსების ფიტოსეიდებზე. ასევე განიხილა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე გამოწვევები: ველური ფუტკრები, ქიმიური ეკოლოგია და მდგრადი სოფლის მეურნეობისათვის სამოდელო წარმოება. პროფესორი ასაფ სადეჰი არის აგროეკოლოგიის კვლევების კოორდინატორი Institute of Plant Sciences, Volcani Center-ში, ისრაელი.
16.05.2019
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში ედვარდ გლეიზერის წიგნის - „ქალაქის ტრიუმფი“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია ჩატარდა. ედვარდ გლეიზერი გახლავთ ურბანული ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. გამოცემის პრეზენტაცია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა, ვატო ლეჟავამ წარადგინა. გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში. პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს Youtube არხზე: https://www.youtube.com/watch?v=nyhNZUGQbdk
24.04.2019
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში პროფესორმა ქრისტოფერ ლინგლმა ჩაატარა საჯარო ლექცია: „გარემოს შენარჩუნება: კერძო დაცვით თუ სახელმწიფო რეგულაციებით?“. ქრისტოფერ ლინგლს ჯორჯიის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში მიენიჭა 1977 წელს. მას შემდეგ, ის მუშაობდა აფრიკის, აზიის, ევროპის, ლათინური ამერიკისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. პროფესორ ლინგლის კვლევები ძირითადად ეხება პოლიტიკურ ეკონომიკასა და საერთაშორისო ეკონომიკას და ფოკუსირებულია განვითარებადი ბაზრის ეკონომიკებსა და საჯარო პოლიტიკის რეფორმებზე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ აფრიკაში. მის ნაშრომებს შეხვდებით წიგნების სახით, ასევე საერთაშორისო მედიასა და ისეთ აკადემიურ ჟურნალებში, როგორებიცაა: American Economic Review, Foreign Affairs, Journal for Studies in Economics and Econometrics, Kyklos და Pacific Review.
23.04.2019
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში რიგით მეთერთმეტე დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების, მათ შორის კულინარიის აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობაა. კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს და განიხილეს მათი კანდიდატურები. დასაქმების ფორუმში ტრადიციულად, 100-ზე მეტი კომპანიაა და ორგანიზაციაა ჩართული.
22.04.2019
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი „აგრარული მეცნიერებების“ სადოქტორო პროგრამის ფარგლებში აცხადებს დოქტორანტის 2 ვაკანსიას, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფოლქსვაგენის (VW) ფონდის მიერ დაფინანსებულ სადოქტორო პროექტში „მდგრადი სოფლის მეურნეობა და სასურსათო სისტემები (მსმსს)“. პროექტის ძირითადი მიზანია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით ხელი შეუწყოს დარგთაშორის ინტერდისციპლინარული კვლევების გაძლიერებას და ახალგაზრდა მკვლევარებს სთავაზობს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მიღების, არსებული ცოდნის გაფართოების, ახალი იდეების ან პროცესების განვითარების, ინოვაციური კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების, ახალი ცოდნის შექმნისა და მისი დანერგვის ხელშეწყობის საუკეთესო შესაძლებლობას. კვლევები უნდა განხორციელდეს ოთხი თემატური კლასტერის გარშემო: მდგრადი სოფლის მეურნეობა და სურსათის ტექნოლოგიური ინოვაციები; კლიმატის ცვლილებების გავლენა აგრო-სატყეო სისტემებზე; ბიომრავალფეროვნება, ბუნების კონსერვაცია და ბუნებრივი რესურსების მართვა; სურსათის წარმოების რეალური ფასი და სასოფლო-ურბანული კავშირები აგრო-სასურსათო სისტემებთან. დოქტორანტურაში სწავლების 3 წლიდან პროექტის ფარგლებში დოქტორანტებს დაუფინანსდებათ სწავლის 2 წლის საფასური და კვლევისთვის საჭირო ხარჯები. ახალგაზრდა მკვლევარები კვლევებს განახორციელებენ ქართველი და გერმანელი მეცნიერების ხელმძღვანელობით, შესაძლებლობა ექნებათ მათი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ისარგებლონ 3 თვიანი გაცვლითი პროგრამით და გაემგზავრონ გერმანიაში, კასელის უნივერსიტეტში. დისერტაციის დაცვის შემდეგ მაძიებელს მიენიჭება „აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის“ კვალიფიკაცია (PhD in Agricultural Sciences). დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დოქტორანტმა პროგრამის ფარგლებში უნდა დააგროვოს 180 ECTS კრედიტი. კურიკულუმიშედგებარამდენიმეკომპონენტისგან-მოდულისგან: სასწავლო კომპონენტი - 45 ECTS კრედიტი კვლევითი კომპონენტი - 135 ECTS კრედიტი კონკურსის საფუძველზე კომისია შეარჩევს დოქტორანტებს გასაუბრებით. შერჩეული დოქტორანტები მიიღებენ სტიპენდიას, რომლითაც ვალდებული იქნებიან დაფარონ სწავლის საფასური და სხვა დაკავშირებული ხარჯები. ამ და სხვა წინაპირობების თაობაზე დოქტორანტებსსახელშეკრულებო ვალდებულებაგაუჩნდებათუნივერსიტეტისმიმართ.
11.04.2019

გვერდები