ეკატერინე ღვალაძე
პროფესორი; სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის ცხოველთა დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
პროფესორი; სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის ცხოველთა დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
პროფესორი; სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის ცხოველთა დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
1994 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტი. ამავე სპეციალობით 2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ბოცვრის სისხლის მორფოლოგიური ზოგიერთი ფიზიკურ-ქიმიური და ბიოქიმიური მაჩვენებლების ფიზიოლოგიური კონსტანტები“ და მიენიჭა ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატის, შემდგომში კი აკადემიური დოქტორის ხარისხები. 1994 წლიდან მუშაობდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის თერაპიისა და კლინიკური დიაგნოსტიკის კათედრაზე, ლაბორანტად, ასისტენტად, ასოცირებულ პროფესორად. 2001-2004 წლებში ეკავა ექიმ-ლაბორანტის პოზიცია კლინიკა „სალბუნში“. 2005 წლიდან არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ფართე პროფილის ექიმი-ლაბორანტი. 2004-2014 წლებში მუშაობდა სამედიცინო კლინიკა „ლოკუსის" ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2020-2022 წლებში იყო ექიმ-ლაბორანტი გია გვარამიას კლინიკაში. სხვადასხვა წლებში იმყოფებოდა სტაჟირებაზე პადოვას უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში. გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი ლაბორატორიული მედიცინის და კლინიკური მედიცინის მიმართულებით. არის მრავალი სტატიის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ერთი დამხმარე სახელმძღვანელოსი. მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გრანტებში. არის საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის წევრი. მას უკავია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის ცხოველთა დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიცია. 2017 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის პროპედევტიკის მიმართულების პროფესორი.
2003 - ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი
1994 - საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი, ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტი
პროპედევტიკა (M)
წვრილი ცხოველების დაავადებები (M)
კლინიკური დიაგნოსტიკა რადიოლოგიის საფუძვლებით (M)
კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლა (M)
ლაბორატორიული მედიცინა (M)
Chkuaseli, A., Chagelishvili, A., Khutsishvili-Maisuradze, M., Elisashvili, V., Khardziani, T., Lashkarashvili, T., Chagelishvili, G., Lapachi, R., Gvaladze, E. (2021). IMPACT OF NEW PROBIOTIC ON BROILER PRODUCTIVITY PRODUCED FROM SPORE FORMING BACILLUS SUBTILIS CULTIVATED ON LOCAL AGRO-INDUSTRIAL WASTE.ISBN 978-9941-9631. 1-2. Pages 238-256
Lapachi, R., Korsantia, A., Chkuaseli, A., Chagelishvili, A., Khutsishvili – Maisuradze, M., Elisashvili, V., Chagelishvili, G., Lashqarashvili, T., Gvaladze, E. (2021). Impact of Bacillus subtilis Probiotic Cultivated on Local Agro-Industrial Waste on Broiler Productivite. The book of scientific works of joint International Conference on Beneficial Microbes (ICOBM-2021). Don State Technical University Rostov on Don. Russia. Pages 32-38