თამარ ხატისაშვილი სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის დაფინანსებით
02 September 2024
ქიმიის პროგრამის კურსდამთავრებული თამარ ხატისაშვილი სწავლას აგრძელებს მდგრადი კატალიზის (Sustainable Catalysis) ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე, Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსებით.
პროგრამის ფარგლებში, თამარი ისწავლის შემდეგ უნივერსიტეტებში: Université de Poitiers (საფრანგეთი), Universitat Rovira i Virgilli (ესპანეთი), Universidade de Aveiro (პორტუგალია).
პროგრამა მოიცავს კატალიზის სამ მიმართულებას: ჰომოგენურ, ჰეტეროგენულ და ბიოკატალიზს. პროგრამის მიზანია, მოამზადოს სტუდენტები კვლევით ლაბორატორიებსა თუ ინდუსტრიულ ორგანიზაციებში დასაქმებისათვის.