ელისაბედ გელაშვილმა Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსება მოიპოვა
20 September 2024
ბიოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული ელისაბედ გელაშვილი სწავლას აგრძელებს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე EMOTION (European Master of Science in Skin Health and Care). მან მოიპოვა Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსება.
ელისაბედის პროგრამა მოიცავს იტალიაში, ესპანეთში და კიდევ ერთი ქვეყნის უნივერსიტეტში სწავლას, რომელსაც თავად შეარჩევს.
სამაგისტრო პროგრამა შეისწავლის translational science-ს კანის ჯანმრთელობასა და მოვლაში. ელისაბედს აქვს შესაძლებლობა შეისწავლოს ამ ინდუსტრიის როგორც სამედიცინო, ასევე მარკეტინგული მხარე. რადგან მისი ინტერესი ფარმაკოლოგიას მოიცავს, კონკრეტულად კი, კანის მიმართულებას, ეს პროგრამა ამ მხრივ, საუკეთესო შესაძლებლობაა.