ბაუმერმა პირველკურსელებს სასწავლო გრანტი გადასცა
26 September 2024
კომპანია ბაუმერის დამფუძნებელმა ლევან ყირიმლიშვილმა აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლის პირველი კურსის სტუდენტებს ელენე არჩვაძეს, ვახტანგ გალდავასა და რატი აფციაურს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია გადასცა.
ამ სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებში საუკეთესო შედეგები აქვთ საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლის პირველკურსელებს შორის.
ბაუმერის დამფუძნებელი ლევან ყირიმლიშვილი არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის კურსდამთავრებული.