ENG GEO

Search form

აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა - მიღება

აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა უნდა:

✔ გადალახო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე (A ტიპის ტესტი). „აგრარული მეცნიერებების" სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 50, შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრების კოეფიციენტი არის 50;

✔ 29 აგვისტოდან - 6 სექტემბრის ჩათვლით შეავსო სარეგისტრაციო ფორმა და ადგილზე წარმოადგინო საბუთები;

✔ წარმატებით გაიარო შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება.

სამაგისტრო პროგრამის გასაუბრების გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა,  უნივერსიტეტში წარმოადგინო საბუთები და დაწეროთ განცხადება.

აგრონომიის, მეცხოველეობის და სატყეო საქმის მიმართულებით ჩატარდება ზოგადი გასაუბრება.

სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით გასაუბრება შეეხება კვების ტექნოლოგიის ზოგად პროცესებს და აგრეთვე, ზოგადი ფიზიკის, ზოგადი ქიმიის და მათემატიკის საკითხებს ბაკალავრიატის საწყისი კურსების დონეზე.

ვეტერინარიის მიმართულებით გასაუბრება შეეხება  ფიზიოლოგიის,  ხერხემლიანთა შედარებით ანატომიის და ჰისტოლოგიის საკითხებს. კანდიდატმა ასევე უნდა იცოდეს ბიოლოგიისა და ქიმიის საკითხები ბაკალავრიატის დონეზე.

 

საბუთების ნუსხა:

✔ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

✔ წინა საფეხურის (ბაკალავრიატის) დამთავრების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან შესაბამისი ცნობა, მინიჭების ოქმის ნომრისა და თარიღის მითითებით.

✔ CV

✔ სურათის ელ.ვერსია

✔ სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)

 

მისაღები კონტიგენტი:

2017 წელს აგრარული უნივერსიტეტი აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე მიიღება 80 მაგისტრანტი.

 

ვადები:

ონლაინ რეგისტრაცია და ადგილზე საბუთების წარმოდგენა - 29 აგვისტოდან - 6 სექტემბრის ჩათვლით.

შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება:

                                                 - აგრონომია                           - 18 სექტემბერი, 13 საათზე, აუდიტორია 306

                                                 - სასურსათო ტექნოლოგიები  - 19 სექტემბერი, 11 საათზე, აუდიტორია 306

                                                 - სატყეო საქმე                         - 20 სექტემბერი, 10 საათზე, აუდიტორია 306

                                                 - მეცხოველეობა                     - 20 სექტემბერი, 13 საათზე, აუდიტორია 306

                                                  - ვეტერინარია                       - 20 სექტემბერი, 15 საათზე, აუდიტორია 306

დაწვრილებითი ინფორმაციისა და წინასაგამოცდო კონსულტაციისათვის მიმართეთ მაგისტრატურის კოორდინატორს  ანა ბოკუჩავას

a.bokuchava@agruni.edu.ge