ვეტერინარი ტექნიკოსის სასერტიფიკატო პროგრამა

მიღების პირობები

პროგრამაზე სწავლა დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში.

სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

  • ონლაინ რეგისტრაცია
  • სამოტივაციო წერილის წარდგენა შემდეგ ელ. ფოსტაზე t.khinchagashvili@agruni.edu.ge 
  • გასაუბრება
  • გასაუბრებისას ტესტირება

 

რეგისტრაცია

პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის აუცილებელია ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსება 10 სექტემბრის ჩათვლით.

პროგრამის ღირებულება

პროგრამის ღირებულება შეადგენს 1,860 ლარს. შესაძლებელია სწავლის საფასურის 4 ნაწილად გადახდა (თვეში - 465 ლარი), რომელიც უნდა დაიფაროს სასწავლო პრაქტიკის დაწყებამდე.

ხანგრძლივობა და განრიგი

სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა დაახლოებით 6 თვე, საიდანაც ლექციები და გამოცდები გრძელდება დაახლოებით 4 თვე, ხოლო სასწავლო პრაქტიკა 7 კვირა.

ლექციები ტარდება კვირაში 3-ჯერ:

  • სამუშაო დღეებში ლექციები იწყება 18:30 საათიდან
  • შაბათს ლექციები შეიძლება დაიწყოს 10:00 ან 11:00 საათიდან

სასწავლო პრაქტიკის შემთხვევაში, ლექციების დასრულებიდან 7 კვირის განმავლობაში სტუდენტი 10 სრულ სამუშაო დღეს პრაქტიკას გაივლის აგრარული უნივერსიტეტის მედიცინის ინსტიტუტის სავეტერინარო კლინიკაში.

სასწავლო პრაქტიკისას სტუდენტთა მიღებული რაოდენობა დაიყოფა რამდენიმე მცირე ჯგუფად და თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრება სასწავლო პრაქტიკის კოორდინატორი, რომელიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელია და რომელიც გაუწევს ზედამხედველობას სტუდენტების პრაქტიკულ აქტივობებს.

პროგრამის აღწერა

სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია კატისა და ძაღლის ვეტერინარი ტექნიკოსისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიწოდება სტუდენტებისათვის თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით. ვეტერინარი ტექნიკოსი წარმოადგენს ვეტერინარის დამხმარეს, ასისტენტს.

პროგრამა შემუშავდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ (MCA-G) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში.

პროგრამა შემუშავდა ვახენინგენის უნივერსიტეტის (Wageningen University and Research) საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად

პროგრამა განკუთვნილია:

  • მოქმედი ვეტერინარებისა და ვეტერინარი-ტექნიკოსებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნის განახლება ძაღლისა და კატის მიმართულებით;
  • სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კატა და ძაღლის ვეტერინარი ტექნიკოსისათვის საჭირო ცოდნა და უნარები.

საგნების ჩამონათვალი

სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაივლიან შემდეგ საგნებს კატასა და ძაღლთან მიმართებაში:

  • ანატომია
  • ფიზიოლოგია
  • დაავადებების დიაგნოსტიკა
  • ფარმაკოლოგია
  • ქირურგიის საფუძვლები
  • თერაპიის საფუძვლები
  • სასწავლო პრაქტიკა
  • კომპიუტერული უნარები

პროგრამით გათვალისწინებული საგნების დასრულების შემდეგ, სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის კლინიკაში, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში შეძლებენ კატისა და ძაღლის ვეტერინარი ტექნიკოსისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას.

სასწავლო პრაქტიკის პრერეკვიზიტია ორი საგანი: ქირურგიის საფუძვლები და თერაპიის საფუძვლები. შესაბამისად, სასწავლო პრაქტიკის გასავლელად აუცილებელია სტუდენტმა დადებითი შეფასება მიიღოს ქირურგიის საფუძვლებისა და თერაპიის საფუძვლების საგნებში.

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და ვეტერინარული კლინიკის ერთობლივ სერტიფიკატს - კატისა და ძაღლის სერტიფიცირებული ვეტერინარი ტექნიკოსი. სერტიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია:

  • თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
  • სასწავლო პრაქტიკის წარმატებით გავლა

საკონტაქტო ინფორმაცია

თეა ხინჩაგაშვილი