ENG GEO

Search form

კამპუსში ვანო ნასიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

15 მაისს კამპუსში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, გენეტიკოსისა და ანთროპოლოგის, პროფესორ ვანო ნასიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფრენცია გაიმართა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები.
 
ასევე, ნაჩვენები იყო ვანო ნასიძის ევროპელი მეგობრების ვიდეომიმართვებიც.
 
კონფერენცია აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ გახსნა, რის შემდეგაც ვანო ნასიძის სამეცნიერო მოღვაწეობაზე მისმა ლექტორმა, აკადემიკოსმა თენგიზ ბერიძემ და სხვა კოლეგემბა ისაუბრეს.
 
ივანე (ვანო) ნასიძე 1964 წლის 26 მაისს დაიბადა და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება კავკასიური პოპულაციების გენეტიკურ შესწავლას მიუძღვნა. სწავლობდა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვანო ნასიძის ნაშრომების უმეტესობა მიძღნილია კავკასიური პოპულაციებისადმი. 1998 წ - გარდაცვალებამდე (2012 წ) მოღვაწეობდა მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში, გენეტიკის დეპარტამენტში (ლაიპციგი, გერმანია).