ENG GEO

Search form

პირველკურსელთა რეგისტრაცია

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტების რეგისტრაცია ჩატარდება 13, 14, 15 სექტემბერს 12:00 ან 15:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში (მის. აღმაშენებლის ხეივანი N240).

რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტები:

  • ატესტატი (დედანი)
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • ელექტრონული სურათი (3/4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

პირველკურსელებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი:

  • ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის ან მინდობილი პირის (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული) თანხლება
  • მშობლის/მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

პირველკურსელებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ თარიღებში მშობლის/მინდობილი პირის თანხლებით მოსვლას, საშუალება ექნებათ წაიღონ ხელშეკრულება და ხელმოწერილი დოკუმენტი ჩააბარონ ადმინისტრაციაში არაუგვიანეს 19 სექტემბრისა.

Send notification via e-mail: