ოთხშაბათს, 12 ივნისს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა აქცია „აჩუქე სიცოცხლე - გაიღე სისხლი“.
ყოველწლიურად სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, პაციენტებს ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში, გამოჯანმრთელებაში, რთული სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში.
მსოფლიოში სისხლზე მოთხოვნა არსებულ მარაგს აღემატება და სისხლის ბანკები ხშირად საჭირო ოდენობით სისხლის მარაგის შექმნის პრობლემას აწყდებიან.
სისხლის დონაცია არის პროცესი, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი გასცემს სისხლს.
წვეთი სისხლიდან იწყება სიცოცხლე. შენს მიერ გაცემულმა სისხლმა შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნას (სისხლიდანგამოყოფენკომპონენტებს: სისხლისპლაზმას, თრომბოციტულდაერითროციტულმასას, რომლებიცცალ-ცალკეშეიძლებაგამოყენებულიქნასსაჭიროებისამებრსამისხვადასხვაპაციენტისათვის)
სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე თუ:
ბოლო ერთი წლის განმავლობაში:
ადამინი, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:
აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო. თითოეული დონაცია სიცოცხლის საჩუქარია.
დრო: აქცია აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა 12 ივნისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე.
ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი (დავით აღმაშენებლის მე-13 კმ.; აგრარული უნივერსიტეტი) მიკრობიოლოგიის სასწავლო ლაბორატორია (#107)
აქცია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ტარდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსი მხარდაჭერით.