10 და 11 ივნისს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართება (პირველი სხდომა 2013 წლის 4 და 5 თებერვალს ჩატარდა). მსგავსი სხდომები ჩატარდება ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, რაც უნივერსიტეტების წინსვლისა და განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა.
სხდომაზე განხილული იქნება უნივერსიტეტების ცხოვრებაში სხდომებს შორის განვითარებული მოვლენები, უნივერსიტეტების განვითარების სამომავლო გეგმები, თანამშრომლობა ამერიკულ უნივერსიტეტებთან კვლევისა და სწავლების საკითხებში.
სხდომებს დაეწრებიან უნივესიტეტების მმართველობის, პროფესურის წარმომადგენლები და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საერთო საბჭოს შემდეგი წევრები:
სხდომას ვერ ესწრება საბჭოს ერთი წევრი: - პოლ ო'ნილი (Paul O'Neal) ფინანსთა მინისტრი (US Secretary of Treasury). კორპორაცია ალკოას (Alcoa, USA) ყოფილი პრეზიდენტი.