ხუთშაბათს, 30 მაისს, 15:00 საათზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის პრეზენტაცია.
ინსტიტუტის ძირითადი საქმიანობა არის ქართული ენდემური მცენარეების გენომის შესწავლა. კერძოდ, ქართული ვაზის ჯიშების დნმ-ის სრული სტრუქტურის დადგენა. ასევე, ქართული ენდემური ხორბლისა და მათი წინამორბედების გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა დნმ-ის მოლეკულური მარკერების მეშვეობით. დაგეგმილია სატელიტური დნმ-ის შემცველი ჰეტეროქრომატინის სტრუქტურული ორგანიზაციის შესწავლა.
მოხსენების თემები:
ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი (აგრარული უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის მე-13 კმ.). აუდიტორია #201.
დასწრება თავისუფალია.