ENG GEO

Search form

საინჟინრო ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

პროგრამა უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერიის მაგისტრის მომზადებას. მაგისტრი ინჟინერიასა  და თანამედროვე ტექნოლოგიებში თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შეიძენს. პროგრამა განკუთვნილია ინჟინერიის, ფიზიკის, მათემატიკისა და IT ტექნოლოგიების სპეციალისტებისათვის, ვინც გადაწყვიტა კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის, მშენებლობის ან აგროინჟინერიის მიმართულებით პროფესიული განვითარება.

საჭიროების შემთხვევაში, მაგისტრანტი პირველ სემესტრში სწავლის პერიოდში პარალელურად გაივლის მის მიერ არჩეული მიმართულების სპეციალურ სასერტიფიკაციო კურსს (აღნიშნული კურსი უფასოა).

საინჟინრო ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამას აქვს შემდეგი კონცენტრაციები :

☑ კომპიუტერული ინჟინერია
☑ ავტომატიზაცია და მართვის სისტემები
☑ ბიოსამედიცინო ინჟინერია
☑ სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
☑ მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია
☑ სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაცია
☑ სოფლის მეურნეობის მექანიზაცია

მაგისტრანტი, ჩამოთვლილი კონცენტრაციებიდან აირჩევს და გაივლის ერთს. სურვილის შემთხვევაში მაგისტრს შეეძლება სწავლა განაგრძოს შემდგომი საფეხურის  (დოქტორანტურის) იგივე ან მომიჯნავე სპეციალობების პროგრამაზე.

სამაგისტრო პროგრამაზე მიიღება ნებისმიერი პირი, რომელიც:

  • შესაბამისი მიმართულების საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს;
  • აგრარულ უნივერსიტეტში წარმატებით გაივლის გასაუბრებას.

მაგისტრანტობის კანდიდატის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 0, ხოლო აგრარულ უნივერსიტეტში გასაუბრების კოეფიციენტი 100. 


სწრაფი ბმულები

✔ დეტალური პროგრამა 

✔ კურიკულუმები

✔ მიღება და ჩასაბარებელი გამოცდები 

✔ ვადები

✔ სწავლის საფასური და გადახდა

✔ რეგისტრაცია

✔ საკონტაქტო ინფორმაცია