ENG GEO

Search form

აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია მოამზადოს აგრარული მიმართულების მაგისტრი, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოში და საზღვარგარეთ სამეცნიერო, პრაქტიკულ საქმიანობაზე და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებაზე. მაგისტრანტი შეიძენს აგრარული სფეროს დისციპლინებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამის სპეციალობებში თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, გამოიმუშავებს აგრარული მეცნიერებების დარგში ინფორმაციის ანალიზის და სტატისტიკური მეთოდების გამოყენების უნარს.

პროგრამების კურსდამთავრებული იქნება დარგის სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი კვალიფიციური სპეციალისტი, რომლის კვალიფიკაცია და კომპეტენციები უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას დასაქმების, როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთის ბაზარზე; სახელმწიფო ან კერძო სექტორის შესაბამისი პროფილის სამსახურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიებში, საწარმოებში და სხვა.

სამაგისტრო პროგრამა სწავლა მიმდინარეობს 5 სპეციალობით:

  • აგრონომია
  • სასურსათო ტექნოლოგიები
  • სატყეო საქმე

პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების (University of Helsinki; Iowa State University; University of East London, University of Leeds; Cork Institute of Technology) შესაბამისი პროგრამების ანალიზისა და გადამუშავების შედეგად.

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი / 4 სემესტრი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

სამაგისტრო პროგრამაზე აგრარული მეცნიერებები სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას A2 (Pre-Intermediate) დონეზე. ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთო სამაგისტრო გამოცდის, საუ-ს მაგისტრატურაში მიღების წესის შესაბამისად და ორმხრივად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე შესაძლებელია შიდა ან გარე მობილობის წესით ჩარიცხვა. მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საუ-ს რეგულაციების შესაბამისად.

 


სწრაფი ბმულები

დეტალური პროგრამა
✔ კურიკულუმები

მიღება და ჩასაბარებელი გამოცდები
ვადები
სწავლის საფასური და გადახდა
რეგისტრაცია
საკონტაქტო ინფორმაცია