ENG GEO

Search form

აბიტურიენტებისთვის

აგრარული უნივერსიტეტის მიზანი საქართველოში საუკეთესო, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდების აღმოჩენაა. ჩვენი სურვილია მათ უმაღლესი ხარისხის განათლება მივცეთ და კვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოვაყალიბოთ. 

ჩვენ ორიენტირებული ვართ პრაქტიკით გამყარებულ ცოდნაზე. სტუდენტები მიღებულ თეორიულ ცოდნას იმყარებენ თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში. აგრარული  უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის პროცესშივე არიან ჩართულები სამეცნიერო პროექტებში, დამოუკიდებლად ატარებენ საინტერესო ექსპერიმენტებს.

2018 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების რეიტინგის მიხედვით, საქართველოში არსებულ უნივერსიტეტს შორის აგრარული უნივერსიტეტი კონკურენტ უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზე გავიდა. მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ სასწავლებელი 30-ეულს მიღმა იყო.

მრავალმილიონიანი ინვესტიციების შედეგად, ახალი აგრარულ უნივერსიტეტი სრულფასოვანი და მაღალხარისხიანი განათლების კერად იქცა. სასწავლო პროგრამები მაქსიმულურად დაახლოებულია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებთან (მაგალითად: მიჩიგანის უნივერსიტეტი (აშშ), მისურის უნივერსიტეტი (აშშ), კორნელის უნივერსიტეტი (აშშ), კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ), ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ავსტრია) და სხვ.).

ჩვენთან ასწავლიან მაღალკვალიფიციური პროფესორ - მასწავლებლები, მათ შორის, ის ქართველი მეცნიერები, რომლებიც დასავლურ უნივერსიტეტებში მუშაობდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, რათა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძონ. აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორია ევროპის, ამერიკისა და აზიის 13 უნივერსიტეტი, რაც სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. 

ჩვენთან არსებული გარემო საუკეთესოა განათლების შეძენისა და სტუდენტური ცხოვრებისათვის. ლექციები და სემინარები მიმდინარეობს ნათელ, კომფორტულ აუდიტორიებში. თითოეულ აუდიტორიაში არის პროექტორი. უსადენო ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები, ასამდე სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორია; კომფორტული კაფეტერია; დიდი სპორტული ცენტრი - კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, მინიფეხბურთისა და სატრენაჟორო დარბაზით; თეატრი; მუზეუმი, სტუდენტური სივრცეები და სარეკრეაციო ზონები. 

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 3 სკოლას აერთიანებს: