ENG GEO

Search form

სანდრო ონიანი სტაჟირებას Infoblox-ში გაივლის

აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული სანდრო ონიანი სტაჟირებას Infoblox-ში გაივლის.
 
სანდრო Fulbright-ის პროგრამის ფინალისტია და სწავლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, Bentley University-ში, 2-წლიან MBA პროგრამაზე, Information Systems and Technology-ის მიმართულებით.
 
Bentley University ერთ-ერთ პრესტიჟულ ბიზნეს სკოლად ითვლება ბიზნესისა და ტექნოლოგიების  მიმართულებით და იგი მოწინავე ადგილებს იკავებს ისეთ რეიტინგებში როგორცაა: The Princeton Review და Bloomberg’s best b-school.
 
Infoblox-ში სტაჟირებაც MBA პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სანდრო Project Manager Intern იქნება მთელი ზაფხულის განმავლობაში, ბიზნეს ოპერაციების დეპარტამენტში.
Send notification via e-mail: