ENG GEO

Search form

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ბელგიაში გაემგზავრება

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის პირველი კრუსის სტუდენტი ზვიად კაჭარავა (ხელმძღვანელი პროფესორი - გიორგი ტიტვინიძე) თებერვალში გაემგზავრება ქალაქ ბლანკენბერგში (ბელგია), საერთაშორისო კონფერენციაზე Chemistry Conference for Young Scientists (ChemCYS 2018), სადაც წარადგენს პოსტერს თემაზე "სულფირებული პოლი (ფენილ სულფონის) სინთეზის ოპტიმიზაცია“.
 
აღნიშნული კონფერენცია გაიმართება 21-23 თებერვალს და საშუალებას მისცემს ახალგაზრდა მონაწილეებს წარადგინონ საკუთარი კვლევის შედგები.
 
წელს მიწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან ნობელის პრემიის ლაურეატები: პროფესორი ბენ ფერინგა (Dr. Ben Feringa) და პროფესორი ადა იონათი (Dr. Ada Yonath), რომლებიც ახალგაზრდა მეცნიერებისთვის წაიკითხავენ ლექციებს.
 
ვიზიტი ფინანსდება ფოლკსვაგენის გრანტის „Novel polymer Electrolyte Membranes for Fuel Cell Application” (Az: 93 331) ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail