ENG GEO

Search form

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დოქტორანტის მორიგი წარმატება

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ დოქტორანტმა, ქიმიისა და მოლეკულური ინჯინერიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელმა თენგიზ ქანთარიამ მსოფლიო კონგრესში “ბუნებრივ ნაერთთა ფარმაკოლოგია და ქიმია“ (World Congress on Pharmacology & Chemistry of Natural Compounds, 09-11 October, 2017, Tbilisi, Georgia) გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესე სასტენდო მოხსენება (პოსტერი)“ და დაჯილდოვდა სპეციალური სერტიფიკატით.
დოქტორანტის მოხსენებაში სახელწოდებით „Synthesis of new 1,2,3-triazole cycles-containing biodegradable clicking polyesters for potential biomedical applications“ ასახული იყო სადოქტორო კვლევის უახლესი შედეგები. პროფ. რამაზ ქაცარავას ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა მკვლევარმა „კლიკ-ქიმიის“ გამოყენებით პირველად მიიღო ახალი ბიოდეგრადირებადი პოლიმერები, ე.წ. „კლიკ-პოლიესტერები“, რომლებიც პერსპექტიულია ბიოსამედიცინო გამოყენებისათვის ბიომასალების სახით.a
Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail