ნინა აქირთავა Central European University-ში აგრძელებს სწავლას
08 სექტემბერი 2023
აგრარული უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის კურსდამთავრებული ნინა აქირთავა სწავლას აგრძელებს Central European University-ში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე MA in Comparative History: Late Antique, Medieval and Renaissance Studies, სრული დაფინანსებითა და ყოველთვიური სტიპენდიით.
სწორედ თავისუფალ მეცნიერებებზე სწავლისას გაუჩნდა ნინას ინტერესი აკადემიური სამყაროსადმი, განსაკუთრებულად კი ფილოსოფია, ისტორია და კლასიკური ენები აინტერესებდა. შესაბამისად, თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის დასრულების შემდგომ მედიევისტიკის სამაგისტრო პროგრამა აღმოჩნდა მისთვის ლოგიკური გაგრძელება. CEU-ს ეს პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ შუა საუკუნეების ისტორიას, არამედ ფილოსოფიას, ფილოლოგიასა და თეოლოგიას; ჰყავს გამორჩეული აკადემიური პერსონალი, ეს კი კარგი საფუძველია ნინასთვის აკადემიურ სამყაროში დამკვიდრებისთვის.

მსგავსი სიახლეები

21 სექტემბერი 2023
ალექსანდრე გუჯაბიძე სწავლას აგრძელებს Central European University-ში

15 აპრილი 2023
თუთა ჯაიანი სწავლას აგრძელებს იტალიაში, The IULM University-ში,

01 ივნისი 2022
სანდრო ონიანი სტაჟირებას Infoblox-ში გაივლის

19 აპრილი 2022
თიკო მირიანაშვილი სწავლას ავსტრიაში გააგრძელებს

24 მაისი 2021