ნატა წერუაშვილი
29 აპრილი 2023
ნატა წერუაშვილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში ასწავლის კონდიტერის პროგრამაზე პირველივე დღიდან, ხოლო მაისიდან სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ფქვილოვანი და საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლოგიის საგნის სწავლებაში ჩაერთვება.
ნატამ სკოლის დამთავრების შემდეგ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ფრანგული ფილოლოგიის განხრით ჩააბარა. შემდეგ სწავლა განაგრძო საფრანგეთში, პარიზის სორბონის უნივერსიტეტში ფრანგული ლიტერატურის მიმართულებით.
გარკვეული დროის შემდეგ გაუჩნდა სურვილი ძალები სხვა სფეროშიც მოესინჯა და არჩევანი კონდიტერიაზე გააკეთა. შედეგად, ნატამ საკონდიტრო ნაწარმის, ნაყინისა და შოკოლადის მომზადების ტექნოლოგიის პროგრამა წარმატებით გაიარა Académie de Créteil-ში (პარიზი) და ფლობს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ საერთაშორისო დიპლომს.
სწავლის დასრულების შემდეგ, ნატამ პრაქტიკა გაიარა პარიზში არაერთ საკონდიტროსა და სასტუმროში, მათ შორის Le George - Four Seasons Hôtel George V-ში, რომელიც მიშლენის ვარკვლავის მფლობელია.
ნატა არის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი შეფი QooQy Bakery • ქუქი ბეიქერი-ს, სადაც ორცხობილების ნაირსახეობასთან ერთად წარმოდგენილია ტარტები, ტრუფელები, მარმელადი, ნუგა, ეკლერი, შუ კრაკალინით, პურ-ფუნთუშეული და სხვა სახის პროდუქტი. ცოტა ხნის წინ QooQy Bakery-ს მეხუთე ფილიალი გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები

03 აგვისტო 2023
კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამის სტუდენტებს ზღვის პროდუქტების ლექციები ჩაუტარდათ

14 ივლისი 2023
სამუშაო შეხდემიის სურსათის უვნებლობის მართვის სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავების მიზნით.

19 ივნისი 2023
კულინარიის აკადემიამ FreeUni Alumni Fair-ის გემრიელ ნაწილზე იზრუნა

08 მაისი 2023
კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული, ჯოზი, მასტერშეფის IX სეზონის გამარჯვებული გახდა

03 მაისი 2023