ENG GEO

Search form

მისია/სტრატეგია/გეგმა

 

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ხედვა 

 

აგრარული და საბუნებისმეტყველო განხრის მრავალპროფილური საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი არამომგებიანი იურიდიული პირის და საქველმოქმედო ორგანიზაციის ცოდნის ფონდის შვილობილი არასახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი სტუდენტებსა და მათ წარმატებაზე, კვლევებსა და ტრადიციების განახლებაზე ორიენტირებული, მაღალი რეპუტაციის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა და უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ლიდერია.

უმაღლესი განათლების სამივე დონეზე, ასევე პროფესიული განათლების საფეხურზე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროგრამები ეყრდნობა ლიბერალური და კლასიკური განათლების პრინციპებს, სტუდენტებს უვითარებს როგორც შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, ასევე პრაქტიკულ უნარებს. 

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი არ შემოიფარგლება აგრარული დისციპლინებით და ავითარებს სწავლებას სხვა დიციპლინებშიც, ადამიანური და მატერიალური რესურსების შესატყვისად, ხარისხიანი განათლების საჭიროების გათვალისწინებით და მრავლაპროფილური უნივერსიტეტის უპირატესობების უზურნველსაყოფად.

 

 

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მისია

 

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს არ ჰყავს კერძო ან ინსტიტუციური ბენეფიციარები. მისი ბენეფიციარები არიან ცოდნის მიმღებები - უშუალოდ სტუდენტები და, ამავე დროს, ქვეყანაში განათლების დონის გაუმჯობესების გზით და სამეცნიერო კვლევების შედეგად, მთელი საზოგადოება.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მისია, როგორც უმაღლესი განათლების სამივე დონეზე, ასევე პროფესიული განათლების საფეხურზე არის შემდეგი:

  • უზრუნველყოს სწავლის, სწავლებისა და კვლევის საუკეთესო გარემო და ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახადოს გამორჩეული ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შეძლონ სათანადო განათლების მიღება და შეძენილი უნარების საფუძველზე დააკმაყოფილონ პროფესიული მოთხოვნები; განივითარონ კრიტიკული აზროვნება, რათა ახალი იდეებითა და აღმოჩენებით შეძლონ თვითრეალიზცია და მონაწილეობა მიიღონ შემეცნების საზოგადო პროცესში
  • სტუდენტებს ჩამოუყალიბოს თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები, რათა მათ შეძლონ სხვადასხვა გარემოში ორიენტირება და ადაპტირება, მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და შემოქმედებითად მიუდგნენ იმ გამოწვევებს, რომელთაც მათ თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო სთავაზობთ
  • აკადემიურ და კვლევით პერსონალს შეუქმნას მოტივაცია და ინსტიტუციური გარემო მუდმივი განვითარების და ახალი ცოდნის შექმნისათვის სტუდენტებისათვის გადასაცემად და საზოგადოებისათვის გასაზიარებლად
  • გააჩნდეს კვლევების განხორციელების კარგად განვითარებული და ეფექტიანი ინფრასტრუქტურა, ინსტიტუციური და მართვის სისტემა
  • უზრუნველყოს სწავლება, სწავლა და კვლევა ქართულ ენაზე, რათა ამ გზით ხელი შეუწყოს ქართული ენის, როგორც სამეცნიერო და საკომუნიკაციო ენის, განვითარებას
  • იყოს ორიენტირებული სტუდენტების ინტერესებსა და კვლევების წარმატებაზე

 

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს გზას უხსნის თავისუფალი შემეცნებისაკენ და შესაძლებლობას აძლევს მათ უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დონეზე:

 

  • ესმოდეთ​, რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება

 

  • ​შეეძლოთ​ თვისებრივი და რაოდენობრივი აზროვნება

 

  • შეეძლოთ​ საკუთარი აზრის პროფესიულად და აკადემიურად გამართულად ზეპირად და წერილობით გადაცემა

 

  • ახალი ცოდნის შესაძენად და შესაქმნელად მიმართონ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას

 

  • ​მორალური ღირებულებების საფუძველზე მიიღონ ეთიკური გადაწყვეტილებები

 

  • ​აღიარებდნენ სამყაროს და საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყვნენ ტოლერანტული.