ENG GEO

Search form

მატერიალური რესურსები

ჩვენთან არსებული გარემო საუკეთესოა განათლების შეძენისა და სტუდენტური ცხოვრებისათვის. ლექციები და სემინარები მიმდინარეობს ნათელ, კომფორტულ აუდიტორიებში. თითოეულ აუდიტორიაში არის პროექტორი.
უსადენო ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები, 20 ტექნიკურად უზრუნველყოფილი სასწავლო ლაბორატორია, რომელთა რიცხვიც იზრდება; 50 თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორია; კომფორტული კაფეტერია; დიდი სპორტული ცენტრი - კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, მინიფეხბურთის, ხელბურთის დარბაზებითა და სატრენაჟორო სტუდიით; თეატრი;  სკვერები და სარეკრეაციო ზონები.