ENG GEO

Search form

Highlight

აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა, მოლეკულური გ
05.11.2019
25 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში მოხსენებით წარსდგა კიუს ბოტანიკური ბაღის საპატიო მეცნიერ-მკვლევარი მიშილ ვან სლაგერენი თემით: "ხორბლის ახალი მონოგრაფია". სპიკერი ფართოდაა ცნობილი ხორბლის მკვლევარებს შორის მონოგრაფიით ველურ ხორბლებზე, რომელიც მან 1994 წელს გამოაქვეყნა. ამჟამად მას მომზადებული აქვს კულტურული და ველური ხორბლის ახალი ტაქსონომიური სისტემა, რომლის ძირითადი მონახაზი წარმოადგინა სემინარზე. მოხსენებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა ხორბლის ადგილობრივ სახეობებსა და ჩვენთვის სხვა საინტერესო საკითხებზე. ღონისძიება დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტით "საქართველოს ენდემური და ველური ხორბლების კოლექციის აღდგენა, დახასიათება და დაცვა".
30.10.2019
25 სექტემბერს, Leadership School-ისა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა შეხვედრა ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქციის მკვლევართან, სტივენ პემბერტონთან. სტივენ პემბერტონმა 1980-იან წლებში განავითარა ის კომპიუტერული სისტემები, რომლებსაც დღეს ბრაუზერის სახით ვიცნობთ. მისი შექმნილია პოგრამირების ენა Python-ის წინამორბედი. ის ასევე არის თანაავტორი ვებ (CSS, HTML) და დოკუმენტის (ODF) სტანდარტების. შეხვერდაზე სპიკერმა ისაუბრა თავის გამოცდილებაზე და ინტერნეტის განვითარების მომავალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=axRgSRjs4jk
27.09.2019
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის -„გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“ ფარგლებში (სამეცნიერო ხელმძღვანელი - მანანა კერესელიძე) 17-20 სექტემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა საზაფხულო სკოლა, სადაც მონაწილეობა მიიღეს აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებმა. პროექტის შემსრულებლებმა და უცხოელმა კოლაბორანტმა ჩაატარეს ლექციები მცენარეთა ბიოლოგიური დაცვისა და ბიომეურნეობების მოწყობის, ბიოპროდუქციის, ბიოწარმოების საკითხებზე, ასევე თხილის ძირითადი მავნებელ-დაავადებების შესახებ. ჩაატარდა ასევე ლაბორატორიული სწავლებაც, სადაც სტუდენტები გაეცნენ პათოგენების (მწერებისა და მცენარეეების) კვლევის ძირითად მეთოდებს. სტუდენტები ეწვივნენ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს (ბიოაგრო), ასევე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზებს სოფელ ჯიღაურასა და სოფელ წილკანში, სადაც დაათვალიერეს ნაკვეთები და პრაქტიკულად გაეცნენ ბიომეურნეობის სპეციფიკის საკითხებს. ბოლო დღეს კი მათ წარადგინეს პრეზენტაციები და გადაეცათ სერთიფიკატები.
25.09.2019
ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია 6th I
13.08.2019

გვერდები