ENG GEO

Search form

ჩვენ შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 2011 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად, ერთ-ერთ რეიტინგულ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა და დღეს საქართველოში ყველაზე სწრაფადგანვითარებადი უმაღლესი სასწავლებელია.

2018 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების რეიტინგის მიხედვით, საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს შორის აგრარული უნივერსიტეტი მეორე ადგილზე გავიდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ. მრავალმილიონიანი ინვესტიციების შედეგად, ახალი აგრარულ უნივერსიტეტი სრულფასოვანი და მაღალხარისხიანი განათლების კერად იქცა. სასწავლო პროგრამები მაქსიმულურად დაახლოებულია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებთან (მაგალითად: მიჩიგანის უნივერსიტეტი (აშშ), მისურის უნივერსიტეტი (აშშ), კორნელის უნივერსიტეტი (აშშ), კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ), ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ავსტრია) და სხვ.). ჩვენთან ასწავლიან მაღალკვალიფიციური პროფესორ - მასწავლებლები, მათ შორის, ის ქართველი მეცნიერები, რომლებიც დასავლურ უნივერსიტეტებში მუშაობდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, რათა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძონ. აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორია ევროპის, ამერიკისა და აზიის 13 უნივერსიტეტი, რაც სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

ჩვენთან სწავლება მიმდინარეობს როგორც საბაკალავროსამაგისტრო და სადოქტორო, ასევე პროფესიული პროგრამებით. 

 

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 4 სკოლა/ფაკულტეტი და ერთი პროფესიული განათლების პროგრამა. სულ ჯამში უნივერსიტეტში 19 აკრედიტირებული პროგრამა ხორციელდება.

 

აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლა

საბაკალავრო პროგრამები

ერთსაფეხურიანი პროგრამები

სამაგისტრო პროგრამები

 

 საინჟინრო - ტექნოლოგიური ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები

სამაგისტრო პროგრამები

 

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 

საბაკალავრო პროგრამები

 

სადოქტორო სკოლა

სადოქტორო პროგრამები

 

ჩვენ ორიენტირებული ვართ პრაქტიკით გამყარებულ ცოდნაზე. სტუდენტები მიღებულ თეორიულ ცოდნას იმყარებენ თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის პროცესშივე არიან ჩართულები სამეცნიერო პროექტებში, დამოუკიდებლად ატარებენ საინტერესო ექსპერიმენტებს. ეს ყველაფერი კონკურენტუნარიანს ხდის მათ შრომის ბაზარზე.